|
|
"სარბიელი"
რა ხდება ამ ერის ფეხბურთში? კობა ინასარიძე
თუ არის ღირსება, იქნება ძალაცსაქართველოს თასისა და სუპერთასის ორ-ორჯერ მომგები და თასის ფინალისტი გუნდისგან დღეს იქნებ აღარაფერი დარჩეს და მუდამ პირველობისთვის მებრძოლმა კლუბმა მომავალ სეზონში ოდენ უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად ითამაშოს. ამბავი კი ასეთია: "ამერმა" ფეხბურთელებს ხელფასი დაუგვიანა და ამის გამო ფეხბურთელებმა უკმაყოფილება ვარჯიშის ბოიკოტით გამოხატეს. ცხადია, ამ მოულოდნელ და უსიამოვნო ამბავს "ამერის" ხელმძღვანელობის სათანადო რეაქციაც მოჰყვებოდა და აკი "სარბიელთან" გუშინდელ ინტერვიუში კლუბის პრეზიდენტმა ზურაბ ფოცხვერიამ სანქციებიც არ გამორიცხა... როგორც შევიტყვეთ, "ამერი" ასეთი დემარშისთვის ერთბაშად რვა ფეხბურთელის დათხოვნას აპირებს, თუმცა სხვა პრობლემაც გაჩნდა - დანარჩენებმა, ჩვენ ყველანი ერთნი ვართო და... ალბათ მალე გაირკვევა, ვინ დარჩება გუნდში და ვინ დადგება ტრანსფერზე... ჩვენი ვარაუდით, "ამერი" მომავალ სეზონში ერთობ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |