"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

პეკინში ჰაინცესაც არ უშვებენ

"რეალის" არგენტინელი მცველი გაბრიელ ჰაინცე, სავარაუდოდ, ოლიმპიადას გამოტოვებს. აგვისტოში მადრიდელებს ორი რთული პაექრობა ელით ესპანეთის სუპერთასზე "ვალენსიასთან" და მათ განკარგულებაში მხოლოდ ორი ცენტრალური მცველი პეპე და მეცელდერი რჩება.

ამ კვირას რამდენიმე ევროპულმა კლუბმა უკვე უარი განაცხადა პეკინში თავისი წამყვანი ფეხბურთელების გაშვებაზე. "ბარსელონამ" რონალდინიოს დატოვება მოისურვა, ხოლო "ვერდერმა" - დიეგოსი, იტყობინება ესპანური "მარკა".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com