|
|
"სარბიელი"
ცვლილებები ჩაქუჩებში
ლონდონურმა "ვესტ ჰემმა" ნება დართო თავის თანაქალაქელ "ფულემს", მოლაპარაკება დაიწყოს ბობი ზამორასთან და ჯონ პენტსილთან. "ჩაქუჩებს" უკვე დაუბრუნდნენ განათხოვრებული კირონ დაიერი და კრეიგ ბელამი, დინ ეშტონმა კი კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ამას დავუმატოთ, რომ კარგ ფორმაშია კარლტონ კოული, ხოლო ფრედი სირსი მწყობრში ჩადგა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, "ვესტ ჰემს" აღარ ესაჭიროება ზამორასა და პენტსილის დახმარება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |