|
|
"სარბიელი"
პირლო და ხელფასი
კოკი კანდელაკი
იტალიური "მილანის" ერთ-ერთ ლიდერ ანდრეა პირლოს კლუბის ხელმძღვანელობისთვის ხელფასის გაზრდა უთხოვია და პასუხად უარი მიუღია. ყოველ შემთხვევაში, იტალიური პრესის ვერსიით, ასეა. "როსონერის" ხელმძღვანელობამ კი ეს ინფრომაცია არ დაადასტურა. "პირლო. ის "მილანის" ფეხბურთელია, რომელსაც მოქმედი კონტრაქტით კლუბთან კიდევ სამი წელი აკავშირებს. ახალი და სათქმელი მეტი არაფერია" - აღნიშნა "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ. "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტი გუნდის სარეზერვო მცველის, კრისტიან ბროკის აგენტს დავიდე ლიპისაც შეხვდა, რათა მხარეებს 32 წლის ფეხბურთელის მომავალზე ემსჯელათ, მაგრამ ამ საკითხზე რაიმე ახალი ცნობა არ გავრცელებულა. გუნდის დატოვებაზე ფიქრობს ვეტერანი მეკარე მარკო სტორარიც. იგი "მილანში" მეოთხე გოლკიპერად მოიაზრება, რაც არ აკმაყოფილებს და ამბობს, ისეთ გუნდში მინდა გადასვლა, რომელშიც ძირითად შემადგენლობაში ვიქნებიო. გალიანიმ კი ისიც თქვა, ემანუელ ადებაიორისა და რონალდინიოს ტრანსფერებზე მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ორივე მათგანის დამატება გვინდა, ასე არ არის, ეს ზედმეტი იქნებოდა და გუნდში პრობლემებს შექმნიდა, აი, ერთი მათგანის შეძენა რომ შევძლოთ, უკვე ძალიან კარგი იქნებაო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |