|
|
"სარბიელი"
თხის სიტყვა
ვაჟა ხუციშვილი
"კიოლნის" მწვრთნელმა კრისტოფ დაუმმა განაცხადა, რომ ლუკაშ პოდოლსკის ტრანსფერზე ლაპარაკს არ დაიწყებს, სანამ "ბაიერნისგან" ნებართვას არ მიიღებს. პოდოლსკიმ კარიერა "კიოლნში" დაიწყო და 2006 წელს გადავიდა "ბაიერნში", რომელმაც 10 მილიონი ევრო გადაუხადა "თხებს". ფეხბურთელმა მიუნხენურ კლუბში ორი წლის განმავლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კლუბის გამოცვლას ლამობს. ახლა "კიოლნს" 23 წლის ფორვარდის დაბრუნება სურს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სამი გოლი გაიტანა. "მიუნხენელებს პოდოლსკის გაყიდვა "შტუტგარტში" სურდათ, მაგრამ ფეხბურთელმა თქვა, რომ მხოლოდ "კიოლნში" გადავიდოდა. ამიტომაც გამოვთქვით ლუკაშის გადაბირების სურვილი. ვისაუბრეთ და გაირკვა, რომ ჩვენ მზად ვართ ფეხბურთელის შესაძენად, თუმც მერე "ბაიერნის" შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ პოდოლსკის გაყიდვა გამორიცხა. ასეთი განცხადების შემდეგ შევჩერდით და მიუნხენური კლუბის მორიგ ნაბიჯს ველოდებით" - განაცხადა "კიოლნის" თავკაცმა კრისტოფ დაუმმა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |