|
|
"სარბიელი"
ბარბარესობის დასასრული
36 წლის ბოსნიელმა სერგი ბარბარესმა კარიერა დაასრულა. მისი კონტრაქტის ვადა "ლევერკუზენთან" წინა სეზონის ბოლოს ამოიწურა და ახლაღა გადაწყვიტა ფეხბურთიდან წასვლა. "სიბერეში ფულის საკეთებლად გუნდის მოძებნას აღარ ვაპირებ. ბოლო ორი წელი ისედაც ოჯახისგან მოწყვეტილი ვიყავი და საკმარისია" - თქვა ბოსნიელმა "ბილდთან". შემტევმა ნახევარმცველმა თამაში "მოსტარში" დაიწყო და მას შემდეგ 17 წელი ბუნდესლიგაში - "ჰანოვერში", "უნიონში", "ჰანზაში", "დორტმუნდში", "ჰამბურგში" და "ლევერკუზენში" გაატარა. ბოსნიის ნაკრებში 46 მატჩში 17 გოლი გაიტანა, 330 ბუნდესლიგურ შეხვედრაში კი 96 გოლი შეაგდო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |