|
|
"სარბიელი"
როგორ თაღლითობენ თაღლითები?
პაპუნა კედია
უეინ რუნის აგენტს, პოლ სტრეტფორდს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ 3 ათასი გირვანქა ჯარიმად დააკისრა და 18 თვით ფეხბურთში მუშაობა აუკრძალა. მიზეზი: მისტერ სტრეტფორდის დანაშაული იმ ხრიკებთან არის დაკავშირებული, რომელთა მეშვეობითაც მან რუნის აგენტობა ჩაიგდო ხელთ. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, უფალი აგენტი პოლიციასა და სასამართლოსაც ატყუებდა. რად უნდა ლაპარაკი, რომ სტრეტფორდმა ფეხბურთის ასოციაციის სასჯელს პაროდია უწოდა და გასაჩივრებით დაიმუქრა - კანონის თანახმად, დისკვალიფიკაცია საჩივრის განხილვამდე ვერ ამოქმედდება. ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში წერია: "შესაბამისმა კომისიამ აღმოაჩინა, რომ ბატონმა სტრეტფორდმა, 2002 წლის 17 ივლისს, ბატონ რუნის ხელშეკრულება გაუფორმა კომპანია ზკწფსეშმუ თზწკეთ ქფტფპუქუტე დშქშეუვ-თან, მაშინ როდესაც კარგად მოეხსენებოდა, რომ რუნის კონტრაქტი ზკწ-აწკქ თზწკეთ ქფტფპუქუტე დშქშეუვ-თან ჯერ კიდევ ძალაში იყო". აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის წინა აგენტისგან გატყუება სტრეტფორდს არ დაუმტკიცდა, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციას ამაზეც აღმოაჩნდა კონკრეტული პასუხი: "კომისიამ აღმოაჩინა ისიც, რომ სტრეტფორდმა უორინგტონის სასამართლოში 2002 წლის 27 ივლისისა და 2002 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებთ ყალბი მოწმეების ჩვენებები წარადგინა". გარდა ამისა, გამოაშკარავებულ თაღლითს თურმე საკუთრივ რუნიც მოუტყუებია და მასთან რვაწლიანი კონტრაქტი გაუფორმებია, მაშინ როდესაც აგენტებსა და კლიენტებს შორის კანონი მხოლოდ ორწლიანი(!) ხელშეკრულებების გაფორმების უფლებას იძლევა. დამტკიცდა ამ ბრალდებებს გარდა წარდგენილი სამი სხვა სახის ბრალდებიდან ორიც.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |