"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

შენ ამზადებ, მას მიჰყავს

პაპუნა კედია

"ლივერპულის" მწვრთნელი რაფა ბენიტესი შიშობს, რომ მისი გუნდის ჰოლანდიელი ფეხბურთელი რაიან ბაბელი კოჭის ტრავმის მოშუშების შემდეგ პეკინის ოლიმპიადაზე გაემგზავრება.

ნაკრებში მიღებულმა კოჭის ტრავმამ ბაბელს ევრო 2008 გამოატოვებინა, თუმცა ახლა საქმე უკეთესობისკენ მიდის, ოღონდ... ბენიტესს არანაირი რისკის გაწევა არ სურს და თავისი ფეხბურთელი სეზონის დაწყებისთვის სრულ ჯანზე სჭირდება.

"ჩვენ მართლა ძალიან შეშფოთებულები ვართ, რადგან ამ ფეხბურთელს, როგორც იქნა, ტრავმა უშუშდება, მაგრამ მისი გამოჯანმრთელება და ოლიმპიურ ნაკრებში გამგზავრება, შესაძლოა, ერთი აღმოჩნდეს. ეს დიდი პრობლემაა. მოთამაშეებს ჩვენ ვამზადებთ, ისინი კი უცებ ნაკრებებში მიდიან".

ცნობისთვის: ბაბელი "ლივერპულთან" ერთად უკვე ვარჯიშობს.

"ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ რაიანი ვარჯიშს დაუბრუნდა. მან ყველა ღონე იხმარა, რათა ნაკრებში მიღებული ტრავმა რაც შეიძლება მალე დაამებოდა. "ლივერპულში" ის უკვე მეორე სეზონს ატარებს. პირველი სეზონი ბაბელისთვის უფრო შეგუებისა გახლდათ, ახლა კი ის გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება" - განაცხადა ბენიტესმა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com