"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

რაფაელს გული დედისკენ მიუწევს

არჩილ კობახიძე

ჰოლანდიის ნაკრებისა და გერმანული "ჰამბურგის" ნახევარმცველ რაფაელ ვან დერ ვაარტზე ერთბაშად ორი მადრიდული კლუბი - "რეალი" და "ატლეტიკო" ოცნებობს, თუმცა "სამეფო კლუბმა" 5 მილიონი ევროთი მეტი, ანუ 20 მილიონი შესთავაზა გერმანულ კლუბს.

რა თქმა უნდა, ჰოლანდიელს "რეალში" გადასვლა ურჩევნია და მასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. თურმე რაფელის დედა, ლოლიტა, ესპანელი ყოფილა, რაც სტიმულს მატებს მის ვაჟს.

"ესპანეთში თამაში ჩემი ოცნებაა, რადგან დედაჩემი წარმოშობით ესპანელია" - თქვა რაფაელმა.

წინა სეზონში ვან დერ ვაარტს კიდევ ერთი ესპანური კლუბი, "ვალენსიაც" ეპოტინებოდა, მაგრამ "ჰამბურგმა" უარი განაცხადა მის გაშვებაზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ვან დერ ვაარტით ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული, ტურინის "იუვენტუსის" თამადობით.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com