"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

დაბრუნება მგლის ბუნაგში

"ვოლფსბურგმა" 18 წლის ნახევარმცველი კევინ ვოლცი "ბოლტონიდან" დაიბრუნა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ვოლცმა შარშან თავი გამოიჩინა ჯერ 17-წლამდელთა ევროპის, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც გერმანია ნახევარფინალში გავიდა.

"ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ შესაძლოა ძირითად შემდგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს" - თქვა "მგლების" მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა. შეგახსენებთ, რომ "ვოლფსბურგი" უეფას თასზე ითამაშებს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com