"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

ლაბაძეც იგებს და ჩიხლაძეც

ჰოლანდიურ შევენინგენში გრძელდება 85 ათასი ევრო საპრიზო ფონდის მქონე ჩელენჯერი და საკმაოდ ხანგრძლივი წარუმატებელი პერიოდის შემდეგ იქ მშვენივრად თამაშობს ირაკლი ლაბაძე, რომელმაც არგენტინელ ლეონარდო მაიერთან გამარჯვების შემდეგ 1:6 6:3 6:3 მოუგო ლიტველ რიკარდას ბერანკასს და მეოთხედფინალში გააღწია.

საქართველოს სადევისთასო ნაკრების მეორე ლიდერი ლადო ჩიხლაძე კი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში შეა-ის ეგიდით მიმდინარე ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი და ჯერჯერობით ამართლებს კიდეც ფავორიტის სტატუსს. მეორე წრეში ლადომ ხორვატ სტეფანო ვუკოვს 6:2 6:1 გადაუარა და მეოთხედფინალს უწია, სადაც მე-8 ნომრად განთესილ 25 წლის ლიბანელს, რეიტინგის 1020-ე საფეხურზე მყოფ ქარიმ ალეილის შეხვდება.

სამწუხარო ის გახლავთ, რომ ჩიხლაძე ბაქოში ერთადერთი ქართველიღაა. უფრო ადრე დამარცხებულებს გუშინ დემეტრე თაქთაქიშვილიც მიყვა, ვისაც 6:1 6:0 სძლია მე-5 ნომრად განთესილმა რუსმა მიხაილ ვასილიევმა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com