|
|
"სარბიელი"
მაკა ჩახნაშვილი მეოთხედფინალშია
იტალიაში, კუნძულ სიცილიის მთავარქალაქ პალერმოში ცეფ-ტურის ეგიდით 145-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს და მაკა ჩახნაშვილი, რომელმაც შეჯიბრი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, უკვე მეოთხედფინალშია. ძირითადი ტურნირის პირველ წრეში ბელგიელ იანინა ვიკმაიერთან გამარჯვების შემდეგ მაკამ 2:6 6:1 6:1 მოუგო ტურნირზე ორგანიზატორთა მიწვევით მოთამაშე იტალიელ კორინა დენტონის და ახლა კიდევ ერთ მასპინძელს, ტურნირის მთავარ ფავორიტ ფლავია პენეტას დაუპირისპირდება. იტალიაში თამაშობს სოფო შაფათავაც. რომში, ტევერო რემოს თიხნარის კორტებზე შეა-ის ეგიდით 25-ათასიანი ტურნირი გრძელდება და შაფათავამ ორი მასპინძლის გავლით მეოთხედფინალში გააღწია. კვალიფიკაციიდან წამოსულ კამილა ჯიორჯისთან გამარჯვების შემდეგ სოფომ 5:7 6:4 6:4 მოუგო რეიტინგის 362-ე პოზიციაზე მყოფ ეველინ მაიერს. მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე კიდევ ერთი მაიერი, ოღონდაც ავსტრიელი, პატრიცია მაიერი იყო და დაძაბული სამსეტიანი მატჩი მეოთხე ნომრად განთესილი ავსტრიელის გამარჯვებით დასრულდა - 3:6 7:5 6:2.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |