"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

ვიტ ჯორჯიამ თბილისში გამარჯვება გამოიყოლა

კახა შალამბერიძე

ვიტ ჯორჯია 4:0 კრიმტეპლიცა

1:0 როსტიაშვილი (6), 2:0 ბერიაშვილი (21), 3:0 ღუჭაშვილი (33პ), 4:0 მელქაძე (58)

ვიტ ჯორჯია (პირველი ტაიმი): ღურბელეიშვილი, ხურცილავა, ყველაშვილი, კასრაძე, კაიშაური, მაისაშვილი, გ. ჯანელიძე, ღანიაშვილი, კვაღინიძე, ბერიაშვილი (ღუჭაშვილი 25), როსტიაშვილი.

(მეორე ტაიმი): ბედიაშვილი, ბეჭვაია, ა. კვახაძე, დ. ლომაია, ჯაფარიძე, რაზმაძე, გ. დათუნაიშვილი, კლიმიაშვილი, გ. მელქაძე, ლიპარტია, ვ. კვარაცხელია.

მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძეთბილისის "ვიტ ჯორჯიამ" უკრაინული შეკრება პირველლიგელ "კრიმტეპლიცასთან" 4:0 გამარჯვებით დაასრულა.

ანგარიშიდანაც ჩანს, თბილისელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს.

ნესტორ მუმლაძემ გუნდი ისევ განსხვავებული შემადგენლობებით ათამაშა.

ახალგაზრდა ვიტელებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს შეხვედრის ბედი და მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს.

"ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა დუბლებიდან გადაყვანილმა როსტიაშვილმა.

დღეს "ვიტ ჯორჯია" თბილისში დაბრუნდება და უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას აქ გააგრძელებს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com