|
|
"სარბიელი"
ამისულაშვილის აქეთ-იქით
მიხეილ ჟორჟოლიანი
რუსული პრემიერლიგის გადადებული მატჩი "ზენიტსა" და ნალჩიკის "სპარტაკს" შორის (3:4) ალექსანდრე ამისულაშვილის ავტოგოლით დაიწყო, თუმც ის გმირად იქცა და უეფას თასის მფლობელებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა. ეს ამისულაშვილის ზედიზედ მეორე გამარჯვების გოლია, ჩვენებურმა წინა ტურში თავის ყოფილ გუნდს, იაროსლავლის "შინიკს" გაუტანა... "ვფიქრობ, განწყობის ხარჯზე მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ოსტატობაც საკმარისი გვქონდა - "ზენიტის" კარში ოთხი გოლის გატანა იოლი საქმე არ არის. შესაძლოა, გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ მათაც გაუმართლათ, რომ მხოლოდ ოთხი გავიტანეთ და არა მეტი. "ზენიტისგან" დაცვაში ასეთ სუსტ თამაშს არ ველოდი, თავდასხმაში კი, როგორც ყოველთვის, ძალიან ძლიერად ითამაშეს" - განუცხადა ჟურნალისტებს ამისულაშვილმა. ამისულაშვილმა საკუთარ თამაშზეც ისაუბრა... "მცველისთვის მთავარია, საიმედო იყოს. ავტოგოლის შემდეგ ცოტა დავიკარგე, შეცდომებს ვუშვებდი. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშე, ამასთან საკუთარი კარში გატანილი გოლის გამოსწორება მინდოდა, ამიტომაც ჩავედი მეტოქის საჯარიმოში სტანდარტული სიტუაციისას".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |