"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

ქართული გოლები სომხეთში

ლუკა თალაკვაძე

გუშინ სომხეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ორი ქართული გოლი გავიდა: ზაზა სახოკიამ "მიკასთვის" გაიტანა - 78-ე წუთზე 1:2 გახადა "ბანანცთან", თუმც ზაზას გუნდმა მაინც წააგო (1:3) და მესამე ადგილზეა.

ქართველებით უხვმა "განძასარმა" კი შინ 4:1 სძლია "ულისეს" და ანგარიში "განძასარის" ექსდილელმა, დავით ხანიშვილმა მე-10 წუთზე გახსნა.

ლატვიაში კი "იურმალასთან" 1:0 მოგებით ლიდერობა განიმტკიცა ზურაბ მენთეშაშვილის "ვენტსპილსმა". ჩვენიანმა სრულად ჩაატარა მატჩი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com