|
|
"სარბიელი"
ორივე ლევანი შალკეს ძირითადში
ილია ნანობაშვილი
ყენია მეკარემ გაამწარაგელზენკირხენის "შალკემ" "ერკენშვიკთან" 6:0 მოგების შემდეგ, მორიგი ტესტ-მატჩი გამართა და გერმანიის რეგიონალლიგელ "ვატენშაიდს" 1:0 სძლია. ლევან კობიაშვილმაც და ლევან ყენიამაც ძირითადში ითამაშეს. კობი 72-ე წუთზე შეცვალეს - წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად მან საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა. ყენია კი შესვენებაზე შეცვალეს. 17 წლის ქართველს გოლის გატანის რეალური შანსიც მიეცა, თუმც "ვატენშაიდის" მეკარემ სასწაული რეაქცით მოიგერია ბურთი. ეს ყენიას მეორე მატჩი იყო "შალკეს" ძირითად გუნდში. "ხუმარათა" ვებგვერდის ფორუმში კი მასზე ქების მეტი არაფერი წერია. არ არის გამორიცხული, ყენიას ოფიციალურ მატჩებშიც ენდოს მწვრთნელი ფრედ რუტენი - მით უმეტეს, რომ ხორვატი ივან რაკიტიჩი "შალკედან" აბარგებას აპირებს. ბარემ ვთქვათ, რომ "ვატენშაიდთან" ერთადერთი გოლი კრისტიან პანდერმა შეაგდო 63-ე წუთზე. და რადგან გერმანულ ლეგიონზე ვლაპარაკობთ, ალექსანდრე იაშვილზეც ვთქვათ. მისმა "კარლსრუემ" 12:0 მოუგო ქვედალიგელ "შლიუჩტერნს": "აკუნამ" მეორე ტაიმში ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |