"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

შოთამ მარადონას გაუსწრო

ილია ნანობაშვილი

მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის ასოციაციამ პლანეტის ყველა დროის 300 საუკეთესო მეგოლის ცხრილი გამოაქვეყნა. ამ გოლებში ითვლება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, თასზე, ევროტურნირებსა და ეროვნულ ნაკრებში გატანილები.

მიხვდებოდით, ცხრილში შოთა არველაძეცაა. ის 86-ე ადგილზეა 430 მატჩში გატანილი 263 გოლით.

პირველ საფეხურზე ლეგენდარული პელე გახლავთ, ხოლო დიეგო მარადონა 93-ე ადგილზეა - 490 მატჩი, 259 გოლი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com