"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

მუნდუნგა დარჩა, სხვები წავიდნენ: ონიანი და სეთურიძე გადაწვეტილიაო...

ნუკრი ლოლაძე

რუსთავის "ოლიმპში" გასინჯვაზე მყოფი უცხოელებიდან მხოლოდ გაბონელი როდრიგ მუნდუნგა რჩება საქართველოში, თუმცა რუსთავულ გუნდში მისი ჩარიცხვა ჯერ ბოლომდე არ გადაწყვეტილა. ფაქტია, "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელ ხვიჩა ქასრაშვილს მუნდუნგას გარდა თავი ვერავინ მოაწონა. ასე რომ, ჰოლანდიელი ველსიუსი, უნგრელი სალკაი და ბრაზილიელები - მორაიში, მენდეში და იზბერნერი საქართველოდან აიბარგნენ.

როგორც გუშინდელ "სარბიელში" მოგახსენეთ, "ოლიმპი" დატოვა დავით გიგაურმაც, მის გზას დასდგომია კახა მახარაძეც. ეს კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზურაბ ჯაფარიძემ გვითხრა.

აქტიური მოლაპარაკება მიდის გიორგი ონიანთან. მან გუშინწინ აზერბაიჯანულ "ოლიმპიკთან" ითამაშა კიდეც და, ჯაფარიძის თქმით, ონიანი, სავარაუდოდ, "ოლიმპში" ითამაშებს. რაც შეეხება გიორგი სეთურიძეს, იგი საქართველოში დღეს ჩამოვა და გუნდს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ონიანიც და სეთურიძეც იენის "კარლ ცაისში" ირიცხებოდნენ.

დღეს "ოლიმპს" ტესტ-მატჩი ჰქონდა დაგეგმილი, თბილისის "დინამო 2"-თან, თუმცა ეს მატჩი არ შედგება.

15 ივლისს ქასრაშვილი შეგირდებს ცხინვალის "სპარტაკს" გააჯიბრებს, 17-ში - ზაურ სვანაძის გაწვრთნილ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, 18 ივლისს კი ურეკში წავლენ შეკრებაზე.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com