|
|
"სარბიელი"
ტექნიკური მეთოფე ქართველთა დამჩაგვრელი არსენალში გალდავიდა
ვაჟა ხუციშვილი
სამირ ნასრის გაწელილი ტრანსფერი "მარსელიდან" "არსენალში" მოგვარდა. "მეთოფეებმა" 21 წლის ნახევარმცველში 12 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. არსენ ვეგერი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი მისი გუნდის თამაშს ხარისხს შემატებს: "ის ახალგაზრდა, სწრაფი და ტექნიკურია - თქვა მწვრთნელმა - "მარსელშიც" და საფრანგეთის ნაკრებშიც გამოჩნდა მისი დიდი პოტენციალი ბოლო ორ წელიწადში". სამირ ნასრიმ ევრო 2008-ზე ორი მატჩი ითამაშა და ივნისის ბოლოს თვითონვე გაამხილა, რომ "არსენალში" გადადიოდა. ტრანსფერი შეფერხდა, გაჭიანურდა, მაგრამ კლუბები მაინც მორიგდნენ. ფრანგი ნახევარმცველი თანაგუნდელებს 21 ივლისს შეუერთდება. "ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდის ფეხბურთელი გავხდი - განაცხადა ნასრიმ - ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან წინგადადგმული ნაბიჯია კარიერაში. "არსენალი" ხომ ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია. თავს არ დავზოგავ გუნდისთვის და ფანებისთვის და შევეცდები, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენო". სამირ ნასრის შეძენა, "ბარსელონაში" ალექსანდრ გლების გადასვლას დააჩქარებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგ ნახევარმცველამდე "არსენალმა" ახალგაზრდა უელსელი აარონ რამსი გადაიბირა. ხოლო ნასრიმ, თავისი პირველი სანაკრებო გოლი, შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს გაუტანა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |