|
|
"სარბიელი"
პეპე რეინას მეტოქე უყიდეს
არჩილ კობახიძე
რაფა ბენიტესი "ლივერპულის" ინტერნაციონალურ კლუბად ჩამოყალიბებას აგრძელებს. ამჯერად საქმე ბრაზილიური "პალმეირასის" გოლკიპერ დიეგო კავალიერის ეხება. ამ ზაფხულს ის "წითლების" მესამე შენაძენია. 25 წლის კავალიერიმ პრემიერლიგის კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ვიცი, რომ ძირითადში მოხვედრა ადვილი საქმე არ არის - თქვა მან - მე ვუყურე წინა სეზონში პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში "ლივერპულის" რამდენიმე თამაშს და ვიცი, რომ პეპე რეინა შესანიშნავი მეკარეა. მიუხედავად ამისა, ყველამ უნდა იბრძოლოს თავისი ადგილის დასამკვიდრებლად - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შორის ჯანსაღი მეტოქეობა იქნება". "ლივერპულში" ახალ გარემოსთან შეწყობაში კავალიერის მისი თანამემამულეები ლუკას ლეიკა და ფაბიო აურელიო დაეხმარებიან, რომლებიც გულთბილად შეხვდნენ დიეგოს და ყველაფერში დახმარება აღუთქვეს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |