"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

დიორი ზესტაფონამდე

მიხეილ ჟორჟოლიანი

ზესტაფონელთა საუეფასთასო მეტოქე უნგრული "დიორ ეტო", იმერლებთან შესახვედრად მზადებას ავსტრიაში აგრძელებს და მორიგი საკონტროლო მატჩიც გამართა.

მადიარები უკრაინულ "კარპატის" გაეჯიბრნენ - მატჩი 1:1 დასრულდა.

"დიორი" ზოლტან კოვაჩის გოლით დაწინაურდა, თუმცა ლვოველებმა პირველივე ტაიმში აღადგინეს წონასწორობა.

"იდეალური ფორმისგან ჯერ შორს ვართ, თუმც "ზესტაფონთან" მატჩამდე უკეთესობა იქნება" - განაცხადა ნამატჩევს გუნდის თავკაცმა შანდორ ედერვარმა.

"დიორმა" უკრაინელების წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სტევანოვიჩი, პინტერი (ვოლგი 65), ფომუმბოდი, სუპიჩი (ბანკი 55), ნიკოლოვი (ტოკოდი 55), ბიცაკი, ჟაკლი, კოლტაი (პაკოლიჩი 55), ბოორი, ბაიზატი, ზ. კოვაჩი (ბრნოვიჩი 65).



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com