"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

ინსმა ფაულერს უხმო

ვეტერანი რობი ფაულერი პრემიერლიგაში ბრუნდება. 33 წლის ფორვარდი თავის აწ უკვე ყოფილ კლუბ "კარდიფთან" ერთწლიანი კონტრაქტის დადებას აპირებდა, როდესაც უეცრად წინადადება მიიღო "ბლექბერნ როვერსისგან". როგორც ჩანს, რობის გადაწყვეტილებაზე გავლენა "როვერსის" მწვრთნელმა პოლ ინსმა მოახდინა, რომელიც ფაულესთან ერთად ჯერ კიდევ "ენფილდზე" თამაშობდა და მათ ძველი მეგობრობა აკავშირებთ.

ფაულერი "კარდიფში" შარშან "ლივერპულიდან" გადავიდა და 16 თამაშში გოლით ექვსჯერ გამოიჩინა თავი, თუმცა შემდგომ მან თეძოს ტრავმა მიიღო და დეკემბრის შემდეგ უთამაშებელია.

როგორც "კარდიფ სიტის" მმართველმა პიტერ რიდსდეილმა განაცხადა, ფაულერის წასვლა ხელ-ფეხს გაუხსნის სხვა თავდამსხმელებს "ნინიან პარკზე" გადასვლაში.

ფაულერმა თავისი კარიერის საუკეთესო წლები (1993-2001) "ლივერპულში" გაატარა. მან მერსისაიდელთა მაისურით 330 თამაში ჩაატარა და 171 გოლი გაიტანა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com