|
|
"სარბიელი"
ფრთხილად, იქ სერხიო რამოსია!
კოკი კანდელაკი
ოოო... ინგლისურმა ტაბლოიდებმა გამოიკვლიეს, რომ ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მცველი, სერხიო რამოსი, რომელმაც ამ ზაფხულს ევრო 2008-ზე გაიმარჯვა და კონტინენტის თასს მფლობელის რანგში შეეხო, თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს სატრფოს, ნერეიდა გალიარდოსაც ამავე რანგში ეხებოდა: ჰოდაო, წერენ ინგლისელები, იქნებ პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის კარგად დაფიქრებას და მადრიდში გადასახლებაზე ხელის აღებას აზრი ჰქონდეს, თორემ ისე გამოდის, რომ ქალი სახიფათო ადგილას თავისი ხელით მიჰყავსო. "აბა, კრიშტიანუს საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ნერეიდას სხვადასხვა დროს, "რეალის" ვარსკვლავთა უმეტეს ნაწილთან რომანი ჰქონია - გათქვა სინიორიტა გალიარდო ორიოდ გროშის საფასურად ერთმა დაქალმა - რონალდუ ეჭვიანი ბიჭია და ამ ამბავს უმალავდნენ. სერხიო კიდევ (რამოსზეა ლაპარაკი), ცოტა ხუმარა ბიჭია და ნერეიდას მისი ნახვის ეშინია. ვაითუ, კრიშტიანუს უთხრას, ამ ქალს რას მაცნობ, რომ მაცნობ, იქით არ გაგაცნოო". კეთილი დაქალის შემწეობით, ყვითელმა პრესამ შეიტყო, რომ 22 წლის სერხიო ნერეიდას გასული წლის ნოემბერში მადრიდის ღამის კლუბ "ჯოი ესლავაში" გადაყრია. "სერხიო იქ ორ მეგობართან ერთად იყო, საღამო კი იმით დასრულდა, რომ ეს ორი ადამიანი და ნერეიდას მთელი ამალა მის სახლში გადაბარგდა. იქ, მთელი წვეულების განმავლობაში ნერეიდას სერხიო აქცევდა ყურადღებას, ბოლოს კი ისინი განმარტოვდნენ - დააზუსტა კეთილმა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |