|
|
"სარბიელი"
მანჩესტერმა მოსკოვში ვალები დატოვა
კოკი კანდელაკი
როგორც ირკვევა, ჩემპიონთა ლიგის მომგებმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოსკოვში ვალები დატოვა. შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" რუსეთის დედაქალაქში ასევე ინგლისურ "ჩელსის" გაეჯიბრნენ და პნელატების სერიაში მოუგეს. ფული კი მანჩესტერელებს "მოსგორტრანსისთვის" ჰქონიათ გადასახდელი. ეს კომპანია "წითელი ეშმაკებისა" და "ჩელსის" ფანების გადაადგილებას უზრუნველყოფდა. "ჩვენ სამ მარშრუტს ვემსახურებოდით. "ჩელსისა" და "მანჩესტერის" გულშემატკივრები ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და დომოდედოვოს აეროპორტებიდან გადაგვყავდა. სამწუხაროდ, მანჩესტერელებს ჯერ ბოლომდე არ გადაუხდიათ მომსახურების თანხა. ვალი დაახლოებით 148 ათას ევროს შეადგენს" - თქვა "მოსგორტრანსის" გენერალურმა დირექტორმა პიოტრ ივანოვმა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |