"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

90 პროცენტით სანდერლენდელი

ბუქარესტის "სტიაუას" მცველი დორინ გოიანი, სავარაუდოდ, "სანდერლენდის" საკუთრება გახდება.

"გოიანის ინგლისში ტრანსფერი 90 პროცენტით გადაწყვეტილია. კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა 4,8 მილიონ ევროს შეადგენს, მოთამაშე კი წელიწალში 700 ათასიდან 1 მილიონამდე ევროს მიიღებს" - განაცხადა "სტიაუას" მფლობელმა ჯიჯი ბეკალიმ.

ბეკალის თქმით, გოიანის ყიდვა კიევის "დინამოსაც" სურდა, მაგრამ უკრაინელებმა მხოლოდ 3,5 მილიონი ევრო შესთავაზეს რუმინელებს და ისიც, თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის პირობით.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com