|
|
"სარბიელი"
ტიაგუ მანჩესტერსაც მოუნდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" იტალიურ გრანდებს, "მილანსა" და "რომას" შეუერთდა ბრაზილიური "ფლუმინენსეს" ნიჭიერი ნახევარმცელ ტიაგუ ნევეშისთვის ბრძოლაში. 23 წლის ფეხბურთელი უფრო შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ ფლანგებზეც შეუძლია თამაში. ტიაგუ ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებშია გამოძახებული, ამას წინათ კი კოპა ლიბერტადორესის ფინალში სამი გოლი შეუგდო ეკვადორულ "კიტოს". მისი აგენტი უკვე ელაპარაკა "რომას", ახლა კი მანჩესტერელებიც დაუკავშირდნენ. ბრაზილიური კლუბი ტიაგუ ნევეშს 10 მილიონ გირვანქად აფასებს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |