|
|
"სარბიელი"
ჯეიმსი: ჯარიმის დიდოსტატი
გიორგი ვაშაკიძე
ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, ახალი საფეხბურთო სეზონი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარე დევიდ ჯეიმსი ერთადერთია მსოფლიოში, ვინაც ტიტული უკვე მოიპოვა... როგორო, იკითხავთ, ალბათ. საქმე კი, აი რაშია: ჯეიმსი დასასვენებლად ამერიკაში, კერძოდ კი, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში გახლდათ, როცა კოლეგებს, იტალიელ ფრანჩესკო ტოლდოს და ამერიკელ კეისი კელერს გადაეყარა. სალამ-ქალმის შემდეგ, მეკარეებს თავში ასეთი იდეა მოუვიდათ, მოდი, ერთმანეთს საჯარიმოების შესრულებაში შევეჯიბროთ, ვინც მეტს გაიტანს, ტიტულიც აკუუ ლშსლ ქფთეუკთ (საჯარიმოს უბადლო შემსრულებელი) მისი იყოსო. იდეას კელერმა შეასხა ხორცი, ჰიუსტონის "რელანტ სტედიუმის" დირექტორს დაურეკა, ორგანიზებაში დამეხმარეო. ჰოდა, მე თქვენ გეტყვით, ამერიკელებს ასეთი სახალისო ამბავი არ მიიზიდავდა... მოკლედ, სტადიონზე 25 000 მოსეირე შეიყარა და დიდათაც ისიამოვნა ჯეიმს-ტოლდო-კელერის და პლუს კიდევ ორი უცნობი მეკარის შეჯიბრით. თავიდანვე ორი ფავორიტი გამოიკვეთა - ჯეიმსი და ტოლდო (თავისთავად, ესენი ხომ უმაღლესი დონის მეკარეები არიან), რომლებმაც ფაქტობრივად, ფინალად აქციეს შოუ, საბოლოოდ კი, ინგლისელმა იტალიელი 22:16 დაამარცხა. და მთავარი: დევიდ ჯეიმსმა, ზემოხსენებული აკუუ ლშსლ ქფთეუკთ-ის წოდების გარდა, საჩუქრად ფულადი ჯილდოც მიიღო - 500 000 დოლარით შეისქელა ჯიბე. ასე რომ, ითამაშეთ ფეხბურთი და იხალისეთ. ადამიანის შესაძლებლობებს ხომ ზღვარი არ აქვს...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |