"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

ფინკეს მაზი წავაგე?

კუში კოშმარია

-რაა?

-მასტს ხელზე გავუმაზე, რო ფოლკერ ფინკეზე ადრე ავრაამ გრანტი ჩამოვიდოდა და გრანტმა გატეხა. უეჭველი ვიღაცამ ჩამიშვა.

-რა პონტში.

-ნუ, დროულად ითანამშრომლე ავრაამ გრანტათან და რამე...

-რატო მაზავ ეგეთებს ტო! აგე რონალდუს გადასვლა აიღე "რეალში"

-მაგას მივაბი გრანტის ჩამოსვლა და ბილეთი უკვე დასახევია. მეთქი, რონალდუ და გრანტი წყვილად. ბარკალივით კუში ეწერა.

-სადა პოულობ ეგეთ როჟებს, ტო! რეებს მაზავ!

-ცვეტში მგონია, რო გრანტი აეროპორტშია. კაროჩე, ვისაც გავუმაზე, იმან მოტეხა და გადამალა, თორე უეჭველი ვიგებდი.

-დაანებე რა ყომარს თავი, ტო! ხო ხედავ უკვე ტერორისტული აზრები მოგაწყდა. დაწერე უბრალო რამეები.

-რა უბრალოები.

-რამე ესეთი ენჩოპინგი-ნორჩოპინგი. ხო იცი, რო ორი ჩოპინგი რო თამაშობს, უეჭველი ნიჩია ჯდება. იმენა სარკეებიან ტანკში ზიხარ.

-ეგეთი უეჭველი მეგონა "ზენიტიც" "ნალჩიკთან" და ასი დოლარი ვხიე ერთიანში.

მეთქი ბილეთი მაქ, მუხლებამდე ბეტონში ვარ. ტიპებმა სერიოზულად იყომარეს. ორჯერ იგებდნენ და მაგარ გრუზში რო წავიდა, ჩატეხეს.

-იმ დღეს არ გითხარი, ტო, რო გაზპრომის გუნდებზე ნუ დგები მეთქი. მაგარი სკოლზკია. მაგათ გუნდებზე, რო დადგები, ისე ხარ როგორც ვირი ყინულზე.

გაანებე ამ გაზპრომს თავი, თორე ერთხელაც გიპოვიან ტრუბაზე გადაკიდებულს.

ხო ნახე რუსეთის ნაკრებმა ჰოლანდია როგორ იყიდა. საცოდავმა, მარტო სნეიდერმა არ იცოდა, რო ჩაწყობილი იყო და იმენა მარტო ეგ დარბოდა, ტო! ეტყობა პატიოსანი ბიჭია.

-კაროჩე, მე რა მგონია იცი. გაზპრომს მაყუთი გაუთავდა და ეხლა ფუტბოლით ჩალიჩობს. აბა რა პონტია არშავინის ტრანსფერზე ტილებიან მილიონებს რო დადევს.

-ზნაჩიტ ესე, წლის ბოლომდე რუსეთის ნაკრებს და "ზენიტს" არა ვწერთ, სანამ გაზპრომის შემოსავლები არ გაიასნდება, თორე გაგავატყავებენ.

-გატყავებაზე გამახსენდა, "ეტცელას" ერთიანი არა გგონია "სატურნთან".

ჩემი ბილეთი:

ფრენბურთი. მსოფლიო ლიგა.

001 ბრაზილია-საფრანგეთი

შედეგი: ბადეს სათევზაოდ წაიღებენ სავარაუდო მოგება: ცოცხალი

მომდევნო ამფსონებში შეიტყობთ თუ რომელი შოტლანდიელი რეჟისორი იღებს ფილმს პორტუგალიელ მონაზე: მთავარ როლში კრიშტიანუ რონალდუ



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com