"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

მიროსლავ ბლაჟევიჩს ბოსნია ჩააბარეს

არჩილ კობახიძე

ბოსნია-ჰერცოგოვინას ახალი მწვრთნელი ჰყავს, მიროსლავ ბლაჟევიჩი, რომელმაც ამ თანამდებობაზე მეჰო კორდო შეცვალა.

ბლაჟევიჩმა სახელი ხორვატიის ნაკრებში მუშაობისას გაითქვა, როდესაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შუკერი და კომპანია მესამე ადგილზე გაიყვანა. შემდგომში იგი ირანის ნაკრებსაც ხელმძღვანელობდა, თუმცა ნაკლები წარმატებით.

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავამართლო ის ნდობა, რომელიც მე გამომიცხადეს და მერწმუნეთ, ეს არცთუ ადვილი საქმეა. მართალია, ცოტა დრო მაქვს, მაგრამ შევეცდები, ის რაციონალურად გამოვიყენო. იმედია, მხარში ფეხბურთელებიც ამომიდგებიან და ბოსნიელი გულშემატკივარიც კმაყოფილი იქნება" - თქვა 73 წლის სპეციალისტმა, რომელიც წარმოშობით ბოსნიურ ქალაქ ტრავნივიდან ყოფილა.

ბლაჟევიჩის ბოსნიური დებიუტი 20 აგვისტოს ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com