"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

ჰიდინკის ოცნების მინდორი

რუსეთის ნაკრების ჰოლანდიელი მწვრთნელი გუს ჰიდინკი სამხრეთკორეელებისგან ისევ დიდ პატივშია. ქალაქ პხოხანეში ბავშვებისთვის გაიხსნა ფეხბურთის სტადიონი, რომელსაც "ჰიდინკის ოცნების მინდორი" დაარქვეს.

ცერემონიალს თავად ჰიდინკიც დაესწრო. ეს უკვე მეორე მოედანია, რომელიც ჰოლანდიელის ფონდის დახმარებით გაიხსნა.

შეგახსნებეთ, რომ კორეა-იაპონიაში გამართულ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჰიდინკის გაწვრთნილი კორეელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც გერმანიასთან დამარცხდნენ. მერე კი მესამე ადგილისთვის მატჩი დაუთმეს თურქეთს. თუმცა მუნდიალის ოთხ საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა, ცხადია, უდიდესი წარმატება იყო აზიელთათვის და ამაში ჰიდინკმა ლომის წვლილი შეიტანა.

ჰიდინკის ფონდი კი 2003 წელს შეიქმნა. მისი მიზანი პატარა ნიჭიერი ფეხბურთელების განვითარებაში დახმარება, ზოგადად კორეაში ფეხბურთის პოპულარიზაციაში წვლილის შეტანა და ავადმყოფი ბავშვებისთვის დახმარების გაწევაა. ჰოლანდიელი ტაქტიკოსი ამ კეთილ საქმეში თავის, არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com