"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

მანტოვანი რეინჯერსში

შოტლანდიურმა "რეინჯერსმა" ბოლონიელთა ამომავალ ვარსკვლავს იაკოპო მანტოვანის დაადგა თვალი, თუმცა იტალიელები ამ ფაქტმა დიდად არ აღაფრთოვანა: "სამწუხაროდ, აქაური წესებით, ჩვენ ყველა ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელთან ვერ გავაფორმებთ კონტრაქტს, რთა შევაკავოთ ისინი უცხოურ კლუბებში გადასვლისგან" - აღნიშნა ბოლონიის აკადემიის ხელმძღვანელმა ჯან-კარლო მაროკიმ. წინა ზაფხულს "ბოლონიამ" კიდევ ერთი ახალგაზრდა თავდამსხმელი ფაბიო ბორინი გაუშვა "ჩელსიში".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com