|
|
"სარბიელი"
ჩხუბი კარლსრუეში
კოკი კანდელაკი
გერმანულმა პრესამ "კარლსრუეს" ერთ-ერთი ვარჯიშის ფოტოები გამოამზეურა, რომელზეც კარგად ჩანს, ჩხუბი მცველ მაიკ ფრანცსა და მეკარე ჟან-ფრანსუა კორნეცკის შორის. ეს ორი ფეხბურთელი ბურთისთვის ორთაბრძოლისას შეეჯახა ერთმანეთს და უსიამოვნო ინციდენტიც ამას მოჰყვა. გაბრაზებული კორნეცკი ფრანცს მივარდა, დაიჭირა და მუშტიც აგემა. მოჩხუბები მალევე დაუშოშმინებიათ, ახლა მათ ალბათ სანქციები ელით, მაგრამ ჯერ კონკრეტულად არაფერია ცნობილი. საინერესოა, რომ ეს პირველი ფაქტი არ არის, "კარლსრუეში" მსგავსი რამ შარშან ოქტომბერშიც მოხდა. გუნდმა ფრანცის გოლით 1:0 მოუგო "აინტრახტს", მაგრამ მატჩის შემდეგ მეკარე მარკუს მილერმა და ნახევარმცველმა ბრედლი კარნელმა იჩხუბეს. პირველმა მეორეს სახე მუშტით "შეულამაზა".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |