"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

საქართველოს ჰამბურგული ევროპა

ზურაბ მიგრიაული

ბრაზილიურ-ქართულმა ქალთა ტანდემმა საქამ და რთველომ ჰამბურგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პლაჟის ფრენბურთში ორი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა წყვილმა პირველ რაუნდში გერმანელებთან, გოლერთან და ლუდვიგთან, კი წააგო 0:2 (9:21, 17:21), მაგრამ შემდეგ მათთან სათამაშოდ ფრანგების (ჟეიმისი-ჟიროდანო) წყვილი არ გამოცხადდა, რის გამოც საქა-რთველოს მოგება ჩაეთვალა - 2:0 (21:0, 21:0).

მომდევნო შეხვედრაში ქართველების მეტოქე გერმანული (ჰენკა-გუენტერი) წყვილი იყო. ჩვენებმა მასპინძლები - 2:1 (16:21, 21:19, 15:13) დაამარცხეს და საუკეთესო 16-ეულში დაიმკვიდრეს ადგილი.

საქას და რთველოს შემდეგი მოწინააღმდეგე ავსტრიული (მონტანიოლი-სვობოდა) დუეტი იქნება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com