|
|
"სარბიელი"
ქართველები პეკინამდე სომხეთში ჩხუბობენ
ლექსო მაისურაძე
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები სომხეთში, წახკაძორის სპორტულ ბაზაზე ემზადება პეკინის ოლიმპიადისთვის. ნაკრების თავკაც თენგიზ მესხაძის მეთვალყურეობით 20 მოკრივე ვარჯიშობს. ბუნებრივია, მთავარი აქცენტი ლიცენზიანტ სპორტსმენებზე კეთდება. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ორი მოკრივე გვეყოლება: ნიკოლოზ იზორია (57), ვინც წინა, ათენის ოლიმპიადაზეც გამოდიოდა და კახაბერ ჟვანია (69). დანარჩენები სხვა წონებში ნაკრების ლიდერები არიან და სამომავლოდ გადიან მზადებას. ოლიმპიადის შემდგომ, ოქტომბერში ინგლისი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და მათაც იქ მოუწევთ ძალების გამოცდა. ისიც ვთქვათ, რომ ქართველებმა საპეკინო ლიცენზიები ბოლო სალიცენზიო ტურნირზე, ათენში მოიპოვეს დიდი წვალების შემდეგ. ჩვენები ერთთავად იმას ჩიოდნენ, მსაჯები უმოწყალოდ გვჩაგრავენო და ათენში ამ მხრივ სიტუაცია სხვანაირი იყო და იზორიამ და ჟვანიამაც მუშტი ლიცენზიას მოარტყეს...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |