|
|
"სარბიელი"
ამერიკელებმა საპრიზოები გაზარდეს
კახა ლომაშვილი
აშშ-ს ღია პირველობის ორგანიზატორები ყოველწლიურად ზრდიან ტურნირის საპრიზოებს, რომელიც წლეულს 20 მილიონს გადააჭარბებს, უფრო ზუსტად, წლევანდელი საპრიზო 20,6 მილიონი დოლარი იქნება, რაც ერთი მილიონით მეტია შარშანდელთან შედარებით. ერთეულთა თანრიგში კაცთა და ქალთა ჩემპიონები მილიონნახევარი დოლარით შეივსნებენ ჯიბეებს. აშშ-ის ზაფხულის სერიის ბონუსების გათვალისწინებით, მთლიანმა საპრიზომ შეიძლება, 23 მილიონს მიუკაკუნოს. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სერიის გამარჯვებულად ცხადდება ის ჩოგბურთელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მომდევნო ორ თვეში გასამართ ტურნირებზე მთლინობაში საუკეთესო შედეგს აჩვენებს. ხოლო თუ ზაფხულის სერიასა და აშშ-ს ღია პირველობას ერთი და იგივე ჩოგბურთელი მოიგებს, მაშინ ის 2,5 მილიონით გამდიდრდება. შეგახსენებთ, შარშან ასეთი რამ როჯერ ფედერერმა გააკეთა და მაშინ 2,4 მილიონიც დაისაკუთრა, რაც ყველაზე დიდ საპრიზოდ იქცა ჩოგბურთის ისტორიაში.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |