"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

ლადო ჩიხლაძე ნახევარფინალშია: ლაბაძე მასპინძელს ვერ მოერია

აზერბაიჯანში, ბაქოს თიხნარზე შეა-ის ეგიდით მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილმა ლადო ჩიხლაძემ 7:5 6:4 მოუგო ტურნირის მე-8 ნომერს, 25 წლისა და ფეზ-ის რეიტინგის 1020-ე საფეხურზე მყოფ ლიბანელ ქარიმ ალაილის და ნახევარფინალში გავიდა.

ამ ეტაპზე ლადოს მეტოქე მე-5 ნომრად განთესილი 22 წლის რუსი, კლასიფიკაციის 755-ე პოზიციაზე მყოფი მიხაილ ვასილიევი იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში 6:7 7:5 6:1 სძლია სოლომონის კუნძულების წარმომადგენელს, კვალიფიკაციიდან წამოსულ მიხაელ ლეონგს.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ტურნირი მეორე და მესამე ნომრები, იტალიელი მატეო ვოლანტე და რუსი დანილა არსენოვი შეხვდებიან.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალურ სტადიაზე შეჩერდა ირაკლი ლაბაძე, ვინც ჰოლანდიაში ქალაქ შევენინგენში მიმდინარე 85 ათასი ევრო საპრიზო ფონდის მქონე ჩელენჯერზე თამაშობდა.

ირაკლის 4:6 6:3 6:1 მოუგო კორტის მასპინძელმა ტიმო დე ბეკერმა. მიუხედავად ამ მარცხისა, ბოლოდროინდელი ტრავმებისა და წარუმატებლობების შემდეგ. ლაბაძის შედეგი მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com