|
|
"სარბიელი"
სიმურგამდე კახელიშვილია
დღეს ბოლნისის "სიონი" "თემურ სტეფანიაზე" აზერბაიჯანულ "სიმურგს" გაეჯიბრება ამხანაგურად და სანამ ბოლნისელები "სიმურგთან" მოსინჯავენ ძალებს, შევიტყვეთ, რომ აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ რუსთავის "ოლიმპთან" - მათ გიორგი კახელიშვილის გადაბირება სურთ. ცოტა ხნის წინ კახელიშვილი ლატვიურ "დინაბურგში" ისინჯებოდა, თუმც ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. იქედან დაბრუნებულმა კახელიშვილმა საქართველოში არ დავრჩებიო და, ვნახოთ, რა გამოუვა "სიონს". ბოლნისელები 15 ივლისს გრიგოლეთში წავლენ შეკრებაზე და 17 ან 18 ივლისს თბილისის "ლოკომოტივთან" გამართავენ ტესტ-მატჩს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |