|
|
"სარბიელი"
არ დაგავიწყდეთ ხიზანიშვილი!
მიხეილ ჟორჟოლიანი
ინგლისური პრემიერლიგის სეზონი კარგა ხანია, დასრულდა, თუმცა იქაურმა ჟურნალისტებმა "ბლექბერნის" გასული სეზონის დაცვის ხაზი შეაფასეს და საკმაოდ დადებითადაც. "ბლექბერნის" დაცვაში კი ზურაბ ხიზანიშვილი ირჯებოდა, მართალია, შედარებით იშვიათად, მაგრამ საქებარი სიტყვები არც მისთვის დაუშურებიათ. "როცა "ბლექბერნის" დაცვაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ზურაბ ხიზანიშვილი და ანდრეს ოიერი, რომელთაც მძაფრი კონკურენცია ჰქონდათ ნილსენთან და სამბასთან და მეტ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდნენ. განსაკუთრებით ხიზანიშვილი, რომელიც შეცვლებზე არ შეჰყავდათ, მაგრამ ძირითადში აყენებდნენ ხოლმე და არა მარტო საგანგებო სიტუაციაში, არამედ მაშინაც, როცა მისი კონკურენტები სრულ მზადყოფნაში იყვნენ" - წერს ბრიტანული პრესა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |