"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

ფრაიბურგი თარგამაძეს ვერაფრით თმობს...

კობა ინასარიძე

გუშინდელ "სარბიელში" ვწერდით, რომ ახალგაზრდა დავით თარგამაძით "მიონხენგლადბახიც" დაინტერესდა. მოგეხსენებათ, "ფრაიბურგის" 19-წლამდელთა გუნდი, სადაც თარგამაძე ირიცხებოდა, გერმანიის ჩემპიონი გახდა და ამაში თავისი წვლილი ქართველმაც შეიტანა. თარგამაძის თამაშით მოხიბლული გერმანული კლუბები დაფაცურდნენ და ჯერ "კარლსრუემ" გამოთქვა მისი შეძენის სურვილი, ახლახანს კი "მიონხენგლადბახიც" სერიოზულად დაინტერესდა და "ფონდ არველაძესთან" აქტიური მოლაპარაკებაც წამოიწყო, თუმცა "ფრაიბურგს" თარგამაძე არ ეთმობა და 4-წლიან კონტრაქტსაც სთავაზობს, ქართულ მხარეს კი ორ წელზე მეტი არ სურს. როგორც ფრაიბურგელები ამბობენ, დიდი შანსია, ახალ სეზონში თარგამაძე ძირითად გუნდში ვიხილოთ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com