"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

ლოკომოტივმა ჭელიძე შეიმატა

ნუკრი ლოლაძე

თბილისის "ლოკომოტივი" რომ ურეკში წავიდა შეკრებაზე, "სარბიელის" მკითხველს კარგად მოეხსენება.

თბილისელები 10 ივლისს ჩავიდნენ ზღვისპირეთში. გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე შეგირდებს სიქას აცლიან - დღეში სამჯერადი ვარჯიშები აქვთ. ზამთარაძის თქმით, 15 ივლისს ტესტ-მატჩიც აქვთ დაგეგმილი ფოთის "კოლხეთთან", 17 ან 18 ივლისს კი ბოლნისის "სიონთან" მოსინჯავენ ძალებს.

"ლოკომოტივში" სიახლეც არის - გუნდთან ერთადაა გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე და მისი დარჩენა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ყოფილა.

"ლოკომოტივი" ურეკიდან 21 ივლისს დაბრუნდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com