"საქართველოს რესპუბლიკა "
# 27
პარასკევი, 13 თებერვალი, 2009 წელი

თუ ოსურს არ ისწავლიან, ახალგორიდან გაასახლებენ

ახალგორის რაიონში ოფიციალურ ენად ოსური გამოცხადდა. რაიონში ინგლისური ენის სწავლება აიკრძალა. სამაგიეროდ ოსურ ენას პირველი კლასიდან დღეში 5 საათი დაეთმობა, რუსული კი მეორე კლასიდან ისწავლება.

მას ვინც ოსურად წერა-კითხვას ვერ ისწავლის, ჯერ სკოლიდან გააძევებენ, მერე კი ახალგორიდან გაასახლებენ.

სეპარატისტებმა ოსური ენის იძულებით სწავლასთან ერთად სასწავლო პროგრამიდან საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის ამოღებაც გადაწყვიტეს.

გეოგრაფიისა და ისტორიის ახალ სახელმძღვანელოებს სკოლებში სექტემბერში შეიტანენ.

რაიონის დე ფაქტო გამგებელი ანატოლი მარგიევი პედაგოგებს ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში იმ პარაგრაფებს უნიშნავს, რომელთა სწავლებაც რეკომენდირებული არ არის.

სეპარატისტები დაუმორჩილებელ პედაგოგებს რეგიონიდან გაძევებით ემუქრებიან. პროტესტის ნიშნად ახალგორის რაიონი რამდენიმე პედაგოგმა უკვე დატოვა.



(c) გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2009 წელი


მოგვწერეთ opentext@flashmail.com