მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-11-04
ბოლშევიკური დეჟავიუ
ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლამ აქამდე არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი, გნებავთ ბალანსი, თვისობრივად შეცვალა. ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენდა ხელისუფლების მიერ ისტორიულად შერაცხილი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტის მეორე-მესამე დღეს საინფორმაციო სივრციდან გაქრობა. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ ურცხვად ატყუებდა ჩვენს მოსახლეობას, როდესაც ორგანიზებულად მოეზიდებოდა მათ რეგიონებიდან და თბილისის სხვადასხვას უბნებიდან "ისტორიულ მოვლენაში" თანამონაწილეობის მისაღებად. მე ნამდვილად არ გახლავართ კონსპირაციების თეორიების მოყვარული, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტს რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მართლაც რაიმე ისტორიული, ან თუნდაც პირადად მისთვის სასიკეთო ეთქვა, იგი, სულ მცირე მთელი ოქტომბრის განმავლობაში ფრანგი კოლეგის გამონათქვამების ციტირებაში იქნებოდა და აეროპორტშიც თავად გააცილებდა.
ამ ვიზიტს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის ვიზიტიც დაემატა, სადაც კიდევ ერთხელ გამოითქვა აშშ-ს ადმინისტრაციის პოზიცია: "კონკურენტული გარემო და თანაბარი პირობები პოლიტიკური ძალებისთვის; 2013 წელს უნდა განხორციელდეს ხელისუფლების სრულად გადაცემა თავისუფალი და დემოკრატიული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გზით; ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასა თუ ლიდერს" და ა.შ.
უმცირესობაში დარჩენილმა პესიმისტებმა მაშინვე განაცხადეს, ეს განცხადებები ადრეც გვსმენია და უფრო მაღალი დონიდანაც და მერე რაო, რა მოხდაო. მერე რაო და ის მოხდაო, რომ ამ დროს ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს მოქალაქეობას ართმევდნენ, მის ბანკს - ფულს, დაცვას - იარაღს. სახელისუფლებო ექსტრემიზმი, სახელისუფლებო ძალადობა და ყაჩაღობა, - ასე შეაფასა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლების ქმედებები და სრულიად სამართლიანადაც.
განსხვავებული აზრის მიუღებლობა ადრეც გვინახავს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მაგრამ დღისით, მზისით, ქართველი კაცისთვის ქართველობის წართმევა ხელისუფლებაში გამაგრებული და მათთან დაახლოებული "კაი ბიჭებისთვისაც" კი სიახლე იყო. ყოველივე ამის ფონზე 18 ელჩის ვიზიტმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, პირადად ჩემთვის, ძალიან მკაფიო გახადა საერთშორისო თანამეგობრობის ნეგატიური დამოკიდებულება ისეთი ქმედებების მიმართ, რომელთაც 21-ე საუკუნეში "თავისუფლების ჩირაღდნობაზე" პრეტენზიის მქონე ქვეყნის ხელისუფლებას არავინ აპატიებს.
ამიტომაც იყო, რომ ნაციონალურმა ელიტამ და მისმა ლიდერმა სტრატეგია ოდნავ შეცვალეს და ბ. ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის გარდა, მისი პოტენციური პარტნიორების - "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ დაიწყეს პოლიტიკური დევნა ბოლშევიკების საუკეთესო ტრადიციების დაცვით.
"საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში არ ყოფილან; პოლიტიკური და ამბიციური განცხადებებს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებდნენ; აბა რა ეგონა, დასუფთავების სამსახურის ფორმით რომ ატარებდა აქციებს" - ეს ფრაზები გაისმოდა გიგი უგულავას "ტროიკის" - ახვლედიანი, იონათამიშვილი, ხაჩირიშვილის ბაგეთაგან. უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებზეც ეს-ეს არის პრეზიდენტმა "პიარ" მზრუნველობა გადაწყვიტა, მათი განცხადებების გაგონებაზე ნამდვილად ბოლშევიკური დეჟავიუ დაემართებოდათ. სადღაც ნანახი, სადღაც გაგონილი, მაგრამ საბჭოურ წარსულს ჩაბარებული. ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა ჩვენი მშობლების თაობა, რომ 20-30-იან წლებში, ან თუნდაც ბრეჟნევის ეპოქაში კვლავ მოუწევდათ ხანმოკლე მოგზაურობა.
თუმცა, ვჩქარობ დავამშვიდო უფროსი თაობაც და ახალგაზრდობაც. ნაციონალური მოძრაობის თავკაცებს საქართველოში საბჭოთა კავშირის აღდგენა ნამდვილად არ გამოუვათ. სტივ ჯობსის ეპოქაში ვცხოვრობთ, ფეისბუქის ეფექტებიც ვიხილეთ, რონალდ რეიგანმა კი მაინც საშვილიშვილო საქმე გააკეთა - რკინის ფარდები, ახალი კედლები შეიძლება ცოტა ხნით კიდეც აშენონ, მაგრამ ისინი აღარც ენგურზე იმუშავებს, აღარც თბილისის საკრებულოში და ცოტა ხანში აღარც ტელევიზიაში.
ამიტომ დასასრულს იმათ მივმართავ, ვინც გიგი უგულავას კაბინეტში იქნება თუ ზაალ სამადაშვილის, უსაშვოდ დადიხართ - ნუ გაქრებით ბოლშევიკურ დეჟავიუსთან ერთად! დარჩით თქვენივე შვილების ნათელ მომავალთან ერთად!












ავტორი:  ალექსი პეტრიაშვილი


კალენდარი
იანვარი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
20
23
24
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი