მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-11-04
"განახლებული საქართველო" ბრძოლას იწყებს
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში %ფილარმონიაძ გაიმართა პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა, რომელიც განმსჭვალული იყო ერთი მონატრებული განცდით - ჩვენი დაკარგული მიწა-წყლის დაბრუნებისა და გამთლიანების იმედით. "სისხლიანი გზებით ვივლით, მაგრამ მაინც დავბრუნდებით!" ყრილობა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსით გახსნა მსახიობმა დიმა ჯაიანმა.
დიმა ჯაიანის მსგავსად, ყრილობას საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის სახელით მიესალმა პოეტი ერეკლე საღლიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ შეცდომაა ადამიანს რუსეთში მოღვაწეობისა და ბიზნესის გამო უგულებელყოფდნენ. იგი მიესალმება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას, მინდია გულუას ქველმოქმედებას. აუცილებელია ჩვენს საზღვრებს მიღმა არსებული ყველა რესურსის მოზიდვა და საქართველოს საკეთილდღეოდ გამოყენება, - დასძინა მან.
რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე მიესალმა ახალი პარტიის ჩამოყალიბებას - საქართველოს ნამდვილად სჭირდება განახლებაო. ამიტომაც პარტიის სიმბოლოა საქართველოს რუკა - თეთრი ფერი სისპეტაკესა და ზნეობას აღნიშნავს, ლურჯი - უმშვენიერეს შავ ზღვას, ოქროსფრად კი ჩვენი დაკარგული ტერიტორიებია მონიშნული. "საქართველოს ნამდვილად არა აქვს საქმე ისე, რომ ასეთი "ოქროების" დაკარგვას შეეგუოს", - განაცხადა ლევან ანჯაფარიძემ.
ყრილობამ პოლიტიკური გაერთიანება "განახლებული საქართველოს" თავმჯდომარედ ქალბატონი ნანა გულუა აირჩია. მისი პირველი სიტყვები იყო, რომ იგი არის უწინარესად ქართველი დედა და ახალგაზრდა თაობის ჭეშმარიტ ქართველებად აღზრდა უმთავრესია: "დღეიდან მათთან ერთად, ვისაც არ ეშინია და საქართველო ჩემზე მეტად უყვარს, ვიწყებ ბრძოლას ნაწილ-ნაწილ დაგლეჯილი საქართველოს დასაბრუნებლად", - აღნიშნა ნანა გულუამ.
ახალი პოლიტიკური გაერთიანების მიზანია სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით; საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნა, მასშტაბური სიღარიბისა და უმუშევრობის აღმოფხვრა.
მოსახლეობის დასაქმება და ღირსეული შრომითი პირობების შექმნა აგრარული სექტორისა და მთლიანად ეკონომიკის სრულიად ახლებური გააზრება-განვითარება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით...
პოლიტიკური პარტია ყრილობის დასრულების შემდეგ დალოცა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ %ჯოჯუამძ.
"აფხაზეთის ომის დროს მე დავლოცე სრულიად ახალგაზრდა, დაჭრილი მინდია გულუა. სიმბოლურია, რომ დღეს იმავე გულითა და ნდობით მიტროპოლიტი სერაფიმე ვლოცავ მას, ყველა მის გზას, სურვილებს. ვლოცავ ამ მოძრაობის წევრებს... მწამს და ეჭვი არ მეპარება, რომ ესენი არიან ჭეშმარიტი ქართველები, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. მჯერა, ისე არ წავალთ ამქვეყნიდან, რომ არ ვიხილოთ სოხუმთან და აფხაზეთთან ერთად საქართველოს გამთლიანება!"









ავტორი:  თამარ შაიშმელაშვილი


კალენდარი
იანვარი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
20
23
24
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი