მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-11-04
ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას აფასებენ
ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას აფასებენ და იმ კითხვებს ასახელებენ, რომლების დასმაც მათ სურდათ და ვერ დასვეს. ამის მიზეზად ისინი ჟურნალისტების ქცევას და პრესკონფერენციის არაორგანიზებულობას მიიჩნევენ.
პრესკონფერენციაზე კითხვა ვერ დასვა "რეზონანსის" ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ. მას ბიზნესმენისთვის სოციალ-ეკონომიკურ პროგრამებთან, საგარეო პოლიტიკურ კურსთან, ასევე ეთნიკურ უმცირესობასთან დაკავშირებით სურდა ეკითხა.
"ასევე, ძალიან მაინტერესებდა მისი საგარეო ორიენტაცია და ვის მიიჩნევს სტრატეგიულ პარტნიორად. მიმაჩნია, რომ ის, ვინც კითხვის დასასმელად იყო მოსული, საინტერესო კითხვებს სვამდა", - ამბობს ელისო ჩაფიძე.
სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტი მაკა ანთიძე ამბობს, რომ მსგავსი სიტუაცია, როგორიც ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე შეიქმნა, არც ერთ პრესკონფერენციაზე არ უნახავს. ანთიძე შესადარებლად აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ თბილისში ედუარდ შევარდნაძისა და ვლადისლავ არძინბას ერთობლივ პრესკონფერენციას იხსენებს.
"ეს პრესკონფერენცია ომის შემდეგ გაიმართა და, ბუნებრივია, ჟურნალისტები ემოციურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ იქაც კი არ მომხდარა ისეთი რამ, რაც ივანიშვილთან მოხდა. ეს იყო ძალიან არაპროფესიონალური ქცევა და არანაირ სტანდარტებში არ ჯდებოდა. ამასთან, შეცდომები იყო დაშვებული ორგანიზატორების მხრიდანაც, მათ უნდა გაეთვალისწინებინათ ჟურნალისტების რაოდენობა, ინტერესი და უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, ვის და როგორ დაესვა კითხვები", - ამბობს მაკა ანთიძე.
მას ივანიშვილისთვის კიდევ ორი კითხვის დასმა სურდა - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებასთან დაკავშირებული პასუხით რა მოიგო და რა წააგო საქართველომ. ანთიძეს, ასევე, სურდა, ბიზნესმენისგან უფრო დეტალურად მოესმინა, როგორ ხედავს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის მოგვარებას.
პრესკონფერენციაზე კითხვის დასმის საშუალება არც ჟურნალ "ლიბერალს" მიეცა, რომელსაც მაია წიკლაური წარმოადგენდა. მაია წიკლაურს სურდა, ივანიშვილისგან შეეტყო, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმენი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებს, ვინ იქნება მისი გუნდის ლიდერი. "ლიბერალი" ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე ივანიშვილის აზრითაც იყო დაინტერესებული.
კითხვის დასმა ბიზნესმენის პირველ პრესკონფერენციაზე ვერც რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა შეძლო. მას აინტერესებდა, ივანიშვილის პოზიცია საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. თუმცა, ქევანიშვილი ამბობს, რომ პრესკონფერენციაზე შექმნილი "ორომტრიალის" გამო კითხვის დასმა ვერ მოახერხა.
"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს მანანა მჭედლიშვილს ორი კითხვა უშუალოდ პრესკონფერენციაზე ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ გაუჩნდა, თუმცა, ამბობს, რომ ეს კითხვები მისი კოლეგების მიერ შექმნილი ხმაურისა და აჟიოტაჟის გამო ვერ დასვა.
"მინდოდა, მეკითხა, რა არის ივანიშვილის მიზანი და გათვლა, როცა იგი ქვეყნის ყველა პრობლემაში მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს და არა - მის გუნდს მთლიანად. ასევე მსურდა, მაინტერესებდა, რა ზომებს იღებს საერთაშორისო თანამეგობრობა მისთვის საქართველოს მოქალაქების აღდგენის მისაღწევად", - ამბობს მანანა მჭედლიშვილი.

ვასილ დაბრუნდაშვილი, ინტერპრესი












კალენდარი
იანვარი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
20
23
24
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი