მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-11-04
ბიჭოლა და აქცია
პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციაზე "ცენტრ პოინტის" ყველა ის მსხვერპლი იმყოფებოდა, რომლებიც წლების მანძილზე ელოდებიან კუთვნილ ბინებს, თუმცა ფული რა ხანია სრულად აქვთ გადახდილი. კონკრეტული პასუხი არსაიდან არ ჩანს - არც პროკურატურიდან, არც "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელ, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილისგან. სამაგიეროდ, დაზარალებულთა აქციას გამოეხმაურა პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი და მათ შეხვდა, თუმცა კონკრეტული წინადადება ან რაიმე გეგმა არც მას აქვს.
იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ადამიანები პასუხს ითხოვდნენ, ისმოდა შეძახილებიც, თითქოსდა მათ მიერ ბინათმშენელობისთვის გადახდილი ფულით სხვებს აუშენეს სახლები.
დღესდღეობით მათი ბედით არავინ ინტერესდება - არც "ცენტრ პოინტი" და არც სამშენებლო კომპანია "დექსუსი", რომელიც თავის დროზე შეპირდა "ცენტრ პოინტს", რომ მის გაფუჭებულ საქმეს გამოასწორებდა, დღეს მას სხვა გეგმები აქვს და სულაც არ აინტერესებს ამ ხალხის პრობლემები. უფრო მეტიც, ერთ-ერთ დაზარალებულს "დექსუსის" გენერალურმა დირექტორმა პირდაპირ უთხრა, საქმე გაფუჭებულია და სხვის შეცდომებზე პასუხს არ ვაგებ, თუმცა გარკვეული თანხის - კონკრეტულად კი 1 კვ.მ-ზე 200 დოლარის დამატებით შეიძლება რამე მოხერხდესო.
დაბოლოს, მაშინ, როდესაც აქციამ "დუღილის წერტილს" მიაღწია, თბილისის სუპერ "ანტისექს სიმბოლო" ბიჭოლა გამოვიდა პირდაპირ პარლამენტის შენობიდან "რუსთავი 2"-ის ოპერატორის თანხლებით და კამერის წინ ტინგიცობა დაიწყო. როგორც გაირკვა, რაღაც რეპორტაჟს ამზადებდა, მაგრამ რა საჭირო იყო ამ ისედაც გაღიზიანებული ხალხის კიდევ უფრო გაღიზიანება.
თუმცა აქცია არც ამით დასრულებულა. ხალხის ნაწილი ბიჭოლას ადევნებდა თვალს, ნაწილი კი გია ცაგარეიშვილს უგდებდა ყურს, თუმცა დამამშვიდებელი სიტყვა ვერც გიამ თქვა და არც ბიჭოლას გამოუვიდა რეპორტაჟი. სხვადასხვა რეპლიკების შემდეგ მან გადაღების ადგილი დატოვა. რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, მათი ბედი სათუოა - თბილისელებიც კი დევნილები ხდებიან!



ავტორი:  ირინა ობოლაშვილი


კალენდარი
იანვარი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
20
23
24
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი