მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-11-11
ნოემბერი დადგაო, სახლში სუსხი ჩადგაო, ანუ, როგორმე ზამთარს თუ გადავურჩით...
ნამდვილად ისტორიული, საბედისწერო, გნებავთ, საკრალური თარიღია საქართველოსთვის 7 ნოემბერი...
ჯერ იყო და, 70 წელიწადი გვაზეიმეს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლოციის მორიგი თუ, შიგადაშიგ, საიუბილეო წლისთავები. თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან ( ანუ იმ დროიდან, რომელსაც დაემთხვა ჩემი ყრმობა და სიყმაწვილეძ, თვით პოლიტბიუროშიც კი, სერიოზულად თითქმის აღარავის სჯეროდა მარქსიზმ-ლენინიზმის დიადი იდეებისა და ყოველი 7 ნოემბერი მათთვის წითელ მოედანზე მორიგი სამხედრო აღლუმის გამართვის საბაბი იყო მხოლოდ.
რაც შეგვეხებოდა ჩვენ, დიდი საბჭოეთის შემადგენელი ნაწილი - პატარა საქართველოს უბრალო მოსახლეობას ხომ საერთოდ, ადრეც, ორთოდოქსი ბოლშევიკების დროსაც არ გვწამდა უტოპია და მით უმეტეს იმ დროს, რომელსაც ვიხსენებ. 7 ნოემბერი, ერთმანეთზე მიყოლებით რამდენიმე უქმე დღეს, მოახლოებულ ზამთრის სიცივეს და ინდაურის საცივის სეზონის გახსნასაც ნიშნავდა - ერთს ჩავივლიდით ჩვენს "წითელ მოედანზე" - რუსთაველზე, ტრიბუნაზე მდგომ ჩვენს ეროვნულ პოლიტბიუროს მივესალმებოდით, ვასილ პავლოვიჩ მჟავანაძის თამადობით და საკუთარ, სინათლე-სითბოთი გაჩახჩახებულ-გაღუღუნებულ ბინებს მივაშურებდით. სადაც ყველას, განურჩევლად ერისა თუ სქესისა, მსუყე პურ-მარილი გველოდა, საცივში "ჩადობილი ინდოურით" და პირში ბოლოკგაჩრილი შემწვარი გოჭითურთ.
ახლა. ანუ, ზურიკელა ვაშალომიძის სკოლის დირექტორის დასმული კითხვის პერიფრაზით - როგორია ვითარება დემოკრატიის შუქურა საქართველოში.
რა თქმა უნდა, პირიქით - 2007 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა მითი, როგორც საქართველოს დემოკრატიის შუქურობისა, ასევე მისი პრეზიდენტის შუქურვარსკვლავობისა. 7 ნოებერის წითელი ფურცელი ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს ამოხიეს კალენდრიდან, მაგრამ სამაგიეროდ ნაცებმა ჩააწებეს ისევ, ოღონდაც შავი ფერის ფურცლად.
კომუნისტებისა არ იყოს, აღარც "იარი" ნაცებს სჯერათ საკუთარი კომუნიზმის, ანუ, ნატო-ევროკავშირში საქართველოს გაწევრებისა, მაგრამ იმ კომუნისტებივით ეს ნაცებიც გვაბოლებენ. ოღონდ ახალი, თანამედროვე უტოპიით, "ნატო-კატოთი" და თუნდაც სისხლით შეღებილ რუსთაველზე, აღლუმების გამართვას ვერ ელევიან.
არადა, მართალია სისხლიანი 26 მაისი უკან დარჩა, მაგრამ აგერ გვიახლოვდება საპარად-სატაშფანდურო კიდევ ერთი თარიღი, "დიდი ვარდების რევოლუციის" მორიგი წლისთავი და აგერ ნახავთ, ბიძინა ივანიშვილის ჯინაზე, 23 ნოემბერს, როგორც ჩვენში იტყვიან, "თუ ნიფხვიდან არ ამოხტნენ" რუსთაველზე მიშნაცები, ყვითელი ავტობუსებით მიყრილ "საბიუჯეტო აქტივთან" ერთად. საიდანაც, მიშა, მიშას სკანდირებით დაოსებულ სახლებში დაბრუნებულ ხალხს, ბინებში ნაადრევი ზამთრის სუსხით, მაგრამ ინდაურის საცივის თუ პირში წითელბოლოკა შემწვარი გოჭისა რა მოგახსენოთ, სუფრაზე კი "ნაცბუსკვერცხები" ნაღდად დახვდებათ.
და აი, მივადექით წერილის მთავარ თემას...
იმ "საზიზღარი" კომუნისტების დროს, გარდა ზემოთ უკვე ნახსენები "ბოროტებებისა", კიდევ ერთი უცნაური ახირება იცოდნენ მაშინდელმა მმართველებმა - 24-საათიანი, პრაქტიკულად უფასო შუქი და გაზი ხომ გვქონდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხელი წყალიც კი მოთხლიშინებდა ონკანებში (ვინ იცოდა მაშინ "ატმორ"-"დვიჟოკები"). ამ "წამებასაც" აღარ გვაკმარებდნენ და საშვიდნოემბროდ აშკარა "სადიზმზეც" გადადიოდნენ ხოლმე - ამ დროს, როგორც წესი, ცენტრალური გათბობაც ირთვებოდა!
ნოემბერში იშვიათად რომ ისე აცივდეს საქართველოში, როგორც ახლა ცივა და ის ოხრები ამინდს და თერმომეტრს კი არა, კედელზე ჩამოკიდებულ კალენდარს უყურებდნენ მხოლოდ. დაინახავდნენ შვიდიანს და მოგჭამა ჭირი, პლუს ოციც რომ ყოფილიყო გარეთ, მაინც რთავდნენ ცენტრალურ გათბობას. ჰოდა სადიზმია, აბა რა, როცა ნოემბერში დაგცხება და ფანჯარა უნდა გამოაღო, სიცხისგან ღამე ძილში რომ არ დაიხრჩო...
სერიოზულად კი, ეს სტატია იმათ პასუხად იწერება, ვინც თავი წაგვჭამა და ყელში ამოგვიყვანა - ახლა შუქი და გაზი რომ გვაქვს, დაგავიწყდათ რომ მიშას მოსვლამდე არ გქონდათო.
როგორც ზემოთ ვნახეთ, მიშამდეც და უფრო მეტიც, "გრიშამდეც" კი, გაზიც გვქონდა, შუქიც, გოჭ-ინდაურიც სუფრაზე და "კიდო", 24-დღიანი უფასო საგზურები ლიკანში. მაგრამ ის დალოცვილი ქვეყანა მაინც დავანგრიეთ...
როგორც ზემოთ აღვნიშნე და თავადაც ხედავთ, წლეულს ნამეტანი ადრე დაგვიზამთრდა. მიშნაცებს რომ ჰკითხო, გაზიც მაქვს და შუქიც, მაგრამ რად გინდა - შუქს, როგორც წესი ისე ეკონომიურად ვხმარობ, რომ პრაქტიკულად ტელევიზორის შუქზე ვცხოვრობ ზამთარ-ზაფხულ. გაზია და, ჩაის ასადუღებლად თუ გავრისკავ ანთებას, თორემ გასათბობად რომ ავანთო გაზის ღუმელი, რომელიც არ ვიცი, რისთვის არის კედელზე აკრული, იმისთანა თანხა მოგივა თვის ბოლოს ქვითარზე "ამოქარგული", რომ სულს გაგიყინავს. მერე ვერ გადაიხდი და საჩაიე გაზიც სანატრელი გაგიხდება. ასე რომ, სჯობია ნაღდი იყოს და თუნდაც მხოლოდ ცხელი ჩაი, იქნება მდუღარე წყლით მაინც გათბე ძილის წინ...
არა, ძმაო! 90-იანების ომი და უბედურება ვის ენატრება, მაგრამ ერთი რამ მაინც მენატრება იმ დროისა - მეტნაკლებად სუფევდა სოციალური სამართლიანობა - მდიდარსაც და ღარიბსაც მეტნაკლებად ერთნაირად სციოდათ, რადგან ორივენი ბედკრული, უშუქ-უგაზო, ჩაბნელებული საქართველოს შვილები იყვნენ!
ასე რომ, ჩემო კეთილებო, როგორმე ზამთარს თუ გადავურჩით, გაზაფხული ხომ უეჭველად მოვა და ამბობენ, ბიძინა ივანიშვილიც მოვაო. ჰოდა იქნებ, როგორც მშობლიურ საჩხერეს უხდიდა წლების მანძილზე, ისე თბილისს და მთელს საქართველოს მოგვცეს "საგათბობო და სასინათლე მინიმუმი" სანამ ეკონომიკურად სულს მოვითქვამთ. თორემ შემდეგ ზამთარს ნაღდად ვერ გადავიტანთ.
ასე რომ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც გილოცავთ "იმ" 7 ნოემბერს "იმ" ხალხს, ვისაც ვარდების რევოლუციის იქითაც გვახსოვს რაღაცეები და მომავალში ისეთ საქართველოს ვისურვებ, რომლის მოსახლეობასაც თავისუფლება-დამოუკიდებლობა-დემოკრატიასთან ერთად, იმისი ჯიბეც ექნება, რომ ზამთარ-ზაფხულ გაზის თუ შუქის თამამად ანთება შეძლოს.
და არა ისე, როგორც ახლაა, მაძღარ-გაღუღუნებული ხელისუფალი რომ მოგიწოდებს, შიმშილ-სიცივე დაითმინე, ანუ, იგივე - აცე ვირო, გაზაფხულზე იონჯა მოვაო!..











ავტორი:  დავით მხეიძე


კალენდარი
იანვარი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
20
23
24
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი