მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-11-11
ოსი სეპარატისტები მოსკოვზე გაბრაზდნენ...
ცხინვალის რეგიონში ფიქრობენ, თუ როგორ გადაუხადონ სამაგიერო თბილისს, იმის გამო, რომ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების შანსი მისცა.
ცხინვალში შიშობენ, რომ მოსკოვის უკან დახევით "გათამამებული" საქართველო ზეწოლას გააგრძელებს. ამის მაგალითად კი ის მოყავთ, რომ "რუსეთს ჯერ არ შეუდგამს ფეხი მსო-ში და საქართველო, იგრძნო რა მოსკოვის სისუსტე, გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა და რუსეთისგან აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მილიტარიზაციის შეწყვეტას ითხოვს".
იმის გამო, რომ მოსკოვს პირდაპირ და მკაცრ საყვედურს ვერ ეუბნებიან "კეთილმეზობლობისა და მეგობრობის" შეთანხმების შებღალვის გამო, ცხინვალში საქართველოს "დასჯის" ირიბ მეთოდებზე დაფიქრდნენ. ამაში მონაწილეობას ჟურნალისტებიც იღებენ. იდეები უკვე დაგროვდა. საქართველოსთვის "პრობლემების" შექმნის სტრატეგიის მონახაზი კი ასეთია:
1. ცხინვალმა უარი თქვას ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე;
2. ადეკვატური გახადონ პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პერმანენტულად არღვევენ "საზღვარს;"
3. საბოლოოდ დაუსვან წერტილი ქართული სოფლების ოსური სასმელი წყლით მომარაგებას.
4. "სამხრეთ ოსეთმა", როგორც "დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ", საქართველოსთან დააწესოს სავიზო რეჟიმი. მით უფრო, რომ საქართველო ეკონომიკურად "აღარ გვჭირდება, რადგან ცხინვალის ბაზრის დახლები ადგილობრივი პროდუქციითაა გადატვირთული".
5. კონსტიტუციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ქართველებით დასახლებულ კომპაქტურ ადგილებში, ქართულ ენას ჩამოერთვას ოფიციალური ენის სტატუსი.
როგორც ჩანს, ცხინვალში იმდენად არიან შეშინებულები, რომ უკვე თადარიგს იჭერენ, - გაამყარონ კანონმდებლობა, რათა მათ პარლამენტში, უეცრად, ქართველი არ გადეპუტატდეს და თავისი ენა არ მოახვიოს თავს დანარჩენებს. საიდან სადაო, მაგრამ რუსეთის მსო-ში გაწევრების გამო, საქართველოს დასჯის მეთოდებზე მსჯელობისას ასეთი იდეაც წამოაყენეს: "საღი აზრის შეურაცხყოფაა პარლამენტის რეგლამენტის შესახებ კანონში არსებული პუნქტი, რომლის თანახმადაც სხვა ეროვნების წარმომადგენელი დეპუტატი პარლამენტის სხდომებზე თარჯიმნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს. რა, ეს არ აკნინებს ოსურ ენას. როგორ ხდება სხვა ენის ჯგუფის წარმომადგენელი ადამიანი დეპუტატი, თუკი მან არ იცის ან რუსული ან ოსური. წარმოიდგენთ, რომ თბილისში, ოს, სომეხ, აზერბაიჯანელ დეპუატატებს თარჯიმნები ჰყავდეთ."
აქვე გაახსენდათ, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქუჩების, ქალაქების და სხვა დასახელებები შეიცვალა და, მართალია, ძნელი სათქმელია, რა კავშირი აქვს ამას "საქართველოს დასჯასთან", მაგრამ "სადამსჯელო ზომებში" ასეთი პუნქტიცაა გათვალისწინებული: "ვუპასუხოთ იგივენაირად."
იქნებ, ცხინვალში უპატივცემულეს ჟურნალისტ ალექსანდრ ქელეხსაევს მისამართი შეეშალა. საბჭოური ნოსტალგია არა საქართველოში, არამედ მოსკოვში აწუხებთ... თუმცა ქელეხსაევი დარწმუნებულია, რომ ზეწოლის "ამ ინსტრუმენტების" გამოყენება ე.წ. სამხრეთ ოსეთს მომგებიან პოზიციებში ჩააყენებს.









ავტორი:  თეა ინასარიძე


კალენდარი
იანვარი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
20
23
24
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი