მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-11-11
ჩემი "ნუსხა"
რასაა რომ არ ფიქრობ კაცი, უყვარდა თქმა დათა თუთაშხიას და მივცემ ჩემს თავს ერთი ნაფიქრალის გამომზეურების ნებას.
მე რომ მქონდეს შეკითხვების დასმის საშუალება მრავალთა და მრავალთათვის, საერთოდ, ხალხისა და ჩამოჭრილი სრულიად საქართველოსათვის მოვლენილი დიდებული პიროვნების მისამართით, ასეთ სათქმელს შევთავაზებდი:
- ძვირფასო ბატონო ბიძინა, ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემთხვევაში, რასაც სულითა და გულით გისურვებთ კიდევაც, დიდთა საკეთებელთა შორის იზრუნებდით თუ არა ამათგან (ნაცმოელთაგან) ძალდატანებით მომსპარი თუ ჩამკვდარი ქართული ეროვნულობის აღდგენაზე - თვით ეროვნულობის გრაფისა და მამის სახელისა დოკუმენტებში და, რაც მთავარია, მშობლიური ენის ღირსებისა.
- გაილაშქრებდით თუ არა ქვეყანაში არსებული ისეთი შეუწყნარებელი, მეტიც - აღმაშფოთებელი სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ, როგორიც არის ანაზღაურებითი (სახელფასო) განსხვავება, ერთი მხრივ, დიდჩინოსანთა, სახელისუფლებო ვაჟბატონთა და ქალბატონთა, მეორე მხრივ, "წვრილმოხელეთა", "პატარაკაცთა" და "პატარაქალთა" შორის. შეუკვეცავდით თუ არა მთლად გაბობოლებულ დიდკაცებსა და დიდქალებს ამოდენა დაუმსახურებელ ხელფასებს.
- არსებითად გაუზრდიდით თუ არა ამჟამინდელ სამარცხვინო პენსიებს ათეულობით წლობით ნაშრომ, ნაამაგარ, დამსახურებულ პენსიონერებს.
- დაუბრუნებდით თუ არა მოსახლეობას სახელმწიფოსაგან მოტყუებით, თაღლითურად, აფერისტულად ართმეულ თანხებს - საბანკო ვალია, სამშენებლო ვალია თუ სხვა.
- დაუშლიდით თუ არა აწყვეტილ, უკიდეგანო, უსაზღვრო გრიალს თქვენს გარემოცვაში მყოფ ხელისუფალთ, აღკვეთავდით თუ არა იმათ თავგასულობას, "მადაგასულობას", "ჯიბეგასულობას", დააყენებდით თუ არა იმათგან არაერთის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის, პასუხისგების, დასჯის საკითხს.
- დააბრუნებდით თუ არა დიდთა სახელოვანთა ქართველთა ძეგლებს, აგრე უჭკუოდ, გაუგებრად გაგორებულ-გამოგორებულებს. და ქუთაისში თუ იდიოტურად პარლამენტის გადატანას მოასწრებენ, დააბრუნებდით თუ არა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უკან, თბილისში, თავის ადგილზე...
...აქ ბევრი გამომივიდა კითხვა, მაგრამ პირველ ნოემბერს რომ იქ, პრესკონფერენციაზე ვყოფილიყავი და იმ მიშაარხელი ჟურნალისტი გომბიოსათვის მიკროფონის წართმევა მომეხერხებინა, მხოლოდ პირველს დაგისვამდით ჩამოთვლილთგან...










ავტორი:  ბერდია ბედოიძე


კალენდარი
იანვარი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
20
23
24
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი