მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-11-15
უმრავლესობაში ერთმანეთს დაერივნენ

იმ პირთა სიის გამოქვეყნება, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა, საზოგადოებაში განხილვის თემად, ხელისუფლებაში კი, როგორც ჩანს, დაპირისპირების საბაბად იქცა. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო კულუარებში უკვე იმაზე საუბრობენ, რომ უმრავლესობა ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ამის გამო უმრავლესობის ლიდერები, კერძოდ, აკაკი მინაშვილი, პარლამენტში, სხდომათა დარბაზის გვერდით მდებარე დეპუტატთა ოთახში ფრიდონ თოდუას საკმაოდ ხმამაღლა და მკაცრი ტონით საყვედურობდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს ანგარიშები "ქართუ ბანკში" ჯერაც არ დაუხურავს და მისგან კატეგორიულად მოითხოვდა ანგარიშების დახურვას. ფრიდონ თოდუა კი მინაშვილს მდუმარედ, თავჩაქინდრული უსმენდა.
ყოველ შემთხვევაში, ძნელი სათქმელია, თოდუამ შენიშვნა და საყვედურები მხოლოდ იმის გამო დაიმსახურა, რომ "ქართუში" აქვს ანგარიში გახსნილი თუ იმის გამო, რომ ივანიშვილისგან დაფინანსებასაც იღებს. ცხადია, თავად დეპუტატები ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ.
მაგრამ, ნიშანდობლივი ის არის, რომ ამ სიის გამოქვეყნების შემდეგ კულტურის სამინისტროში ამ ადამიანებს ჯგუფებად იბარებდნენ და აფრთხილებდნენ, ამ დაფინანსებაზე უარი თქვით, თორემ რაც მოგივათ, თქვენ თავს დააბრალეთო. ამასთან, თითოეულს პირდებოდნენ, რომ იმ თანხაზე, რასაც იღებდნენ, ასი ლარით მეტს მიიღებდნენ, ცხადია, სათანადო სიჩუმისა და ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ.
სხვათა შორის, ასე გააფრთხილეს არა მარტო კულტურის სფეროს წარმომადგენლები, არამედ სპორტსმენებიც. ამ კატეგორიისთვის ისიც უთქვამთ, რომ, თუკი მათ რჩევას არ გაითვალისწინებენ, ვერც ერთ შეჯიბრში ვერ მიიღებენ მონაწილეობას და კარიერასაც უმალ დაასრულებენ.
როგორც ჩანს, მათზე ხელისუფლების გაფრთხილებამ კარგად იმოქმედა, რადგან ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ საქართველო პატარაა და ასეთი რამეები გაუგებარი არ რჩება.
გარდა ამისა, ზკუთფპუყემ-სთვის კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი, კერძოდ, პარლამენტში უმრავლესობა ერთმანეთს მხოლოდ ივანიშვილის გამო არ დაპირისპირებია. იმ დროს, როდესაც ფრიდონ თოდუას "ქართუ ბანკში" გახსნილი ანგარიშების დაუხურავობის გამო საყვედურობდნენ, ერთმანეთს სიტყვიერად აკაკი მინაშვილი და დავით დარჩიაშვილი დაუპირისპირდნენ. დარჩიაშვილმა მინაშვილს იმის გამო უსაყვედურა, რომ მინაშვილმა ერთ-ერთ ელჩთან შეხვედრისას, ხელისუფლების პოზიცია კარგად ვერ დაიცვა. დარჩიაშვილის საყვედურის საპასუხოდ, მინაშვილმა დარჩიაშვილს იქეთ შეჰყვირა, "შენ თავს მიხედეო". მართალია, მათი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში არ გადასულა, მაგრამ ასეთი დაპირისპირებაც იმის მანიშნებელია, რომ მმართველ ელიტას, ივანიშვილის "დამსახურებით" ნერვები წესრიგში არ აქვს.
ჩვენთვის უცნობია მინაშვილმა ხელისუფლების პოზიციის დაცვა რომელ ელჩთან და რა საკითხზე ვერ მოახერხა, მაგრამ, კულუარებში ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ ივანიშვილთან და სააარჩევნო თემატიკასთან "მობმულ" ამბებს უნდა უკავშირდებოდეს, რადგან ბოლო პერიოდში მთავარი ინტერესის საგანი სწორედ ეს საკითხებია.

















ავტორი:  თეონა ხარაბაძე


კალენდარი
იანვარი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
20
23
24
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი