მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-11-15
ამორალურმა და უზნეო ხელისუფლებამ პატრიარქის შეგონება უნდა შეისმინოს! და ჰა, იქუხა მრისხანებით სამების ზარმა! ანუ, "ამას ველოდი, მოვესწარ"...

დიახ, კვირას, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში 100 ათას მოწამეთა მიმართ მიძღვნილი სადიდებელი მსახურების შემდეგ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საკვირაო ქადაგებისას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბოლოს და ბოლოს წარმოთქვა ის სიტყვები, რომელთაც, აგერ უკვე თვეზე მეტია, მთელი საქართველო გულის ფანცქალით ელოდა.
თუმცა "გულის ფანცქალით", მსგავსი მეტაფორის თუ შედარების ხმარება იმ მოლოდინთან დაკავშირებით, რითიც სრულიად საქართველოს მოსახლეობა იყო მოცული, იმას ნიშნავს, რომ არაფერი თქვა დიახ, ასე იყო, რადგან ამ ლოდინში განფენილი იყო რაღაც საბედისწეროს განცდა ქართველი ერისა და აქედან გამომდინარე ეს ლოდინი იყო თხოვნისაც, მუდარისაც, ზოგჯერ, გნებავთ, მოთხოვნისაც საქართველოს დედა ეკლესიის მიმართ. ელოდა, რომ სულის მწურთნელს, აღმზრდელსა, და ერის სულიერების მფარველს გამოეხატა თავისი მკვეთრი, არაორაზროვანი პოზიცია იმ გაუგონარი, აღმაშფოთებელი ცინიზმის მიმართ, რასაც ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის წართმევა ჰქვია!
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მისთვის ჩვეული სიმშვიდით დასვა კითხვა - "უნდა ჰქონდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა.
"რა თქმა უნდა უნდა ჰქონდეს"! - თავადვე უპასუხა თავისივე დასმულ კითხვას...
მაგრამ მანამდე, მართალია, უწმინდესის ხმას ელოდა, მაგრამ გულხელდაკრეფილი არ მჯდარა ქართველი კაცი. მიუხედავად უსინდისო, მძლავრი სახელისუფლებო პროპაგანდისა, რომ ივანიშვილი კრემლის პროექტი, პუტინის ბოლო იმედია საქართველოში და ა.შ. სხვა ათასი, მაგრამ "რუსი მოდის, რუსი მოდის" კარგად ნაცნობ კონტექსტს ვერგამცდარი სისულელეებია, ქართველმა კაცმა იგრძნო, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის კი არა, საქართველოს (იქნებ ბოლო.) იმედია. ღვთის მიერ და მისივე ნებით მოვლენილი ბოლო შანსია, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს გადარჩენისა!
სხვათა შორის, ზუსტად ისევე, როგორც არაერთხელ ყოფილა მრავალტანჯული საქართველოს ისტორიაში: როცა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მდგარ ქვეყანას, რომელსაც ობიექტურად არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, მოულოდნელ მხსნელად ზნეობრივი გმირები მოვლინებიან. თუმცა ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად მისი დათესილი სიკეთეებისა, ჯერ მაინც შორს დგას "ერის ზნეობრივი გმირის" თიკუნისგან. რადგან სულ "მცირედი" რამ აქვს გასაკეთებელი - ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე (როგორც შერეკილი ხუტა ოდილავაძე იტყოდა, "თვალი დაუდგა ევროპას" და მის გაკვირვებას ბიძინას აშენებული დემოკრატიით). ანუ ეროვნულ, ტრადიციულ, მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული საქართველო თუ ავაშენეთ, მაშინ იქნებ გაუტოლდეს კიდეც ბატონი ბიძინა საქართველოს ისტორიაში აღიარებულ ეროვნულ, ზნეობრივ გმირებს!
მაგრამ მგონი კალამი გამექცა და...
ერთი სიტყვით, ქართველმა კაცმა, რომ იტყვიან, თითქოს ტანით იგრძნო მოცემული ვითარების საბედისწერობა და რითიც შეუძლია თუ არ შეუძლია, გვერდში უდგას ბიძინა ივანიშვილს - დაწყებული "ქართუ ბანკის" მიმართ მასობრივი სოლიდარობით და დამთავრებული (ჯერჯერობით სხვა ქმედებების საჭიროება არ დამდგარა) ხელმოწერების შეგროვებით, მისთვის ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით.
ამ ყველაფერს ერთი რამ აკლდა: ის აკლდა, რითაც ერთმა, პატრიარქთან დაახლოებულმა პოეტმა, საკუთარ თავს უფლება მისცა და, არაერთხელ ლექსად მოუწოდა ილია მეორეს - "უნდა იქუხოს მრისხანებით სამების ზარმაო"!
და, აჰა, როგორც ზემოთ ითქვა, გასულ კვირას იქუხა კიდეც...
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით პატრიარქის ამ განცხადებას, ჯერ არ მომხდარა ივანიშვილის განაცხადის თანაზომადი წონის, გნებავთ, მნიშვნელობის მოვლენა! თვით ამასწინანდელი "დიდი ელჩობის" ჩათვლით ბიძინას რეზიდენციაში...
დიახ, მისი უწმინდესობის ერთმა სიტყვამ გადაწონა, ზემოთ ნახსენები ყველა სხვა საზოგადოებრივი აქტივობა. სწორედ ამას მოითხოვდა და ელოდა ქართველი ერი, რომ მის უწმინდესობას თავისი ჩვეული, მშვიდი, აუღელვებელი ტონით ეთქვა ის, რაც თქვა, რადგან კარგად იციან ქართველმა ხალხმა და, რაც მთავარია, ქართველთა სასჯელად მოვლენილმა მიშნაცებმა, თუ რაოდენი მრისხანებაა ამ "სიმშვიდეში"...
ვერაფრით გააჩერეს მიშნაცებმა ჩვენი პატრიარქი. რომ ჰგონიათ ახლა უკვე "მოარჯულეს", მოათვინიერეს, სწორედ მაშინ იქუხებს ხოლმე მისი სიმშვიდე:
ასე იყო მაშინ, როცა გაწბილებული წავიდა ხალხი სამებიდან, სადაც 26 მაისს სტადიონიდან ზღვა ხალხი მიაყენეს პატრიარქს და მეორე დღეს გააკეთა პატრიარქმა განცხადება საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. რაც იმასაც ნიშნავდა, რომ აქამდე ჩატარებული არჩევნები, რბილად რომ ვთქვათ, მთლად სამართლიანი ვერ იყო...
ასე იყო მაშინაც, როცა მისმა უწმინდესობამ გააკეთა ცნობილი განცხადება უგუნური გემის კაპიტნის და წყალქვეშა კლდეების თაობაზე. რაც იმასაც ნიშნავდა, რომ აგვისტოს ომის თავიდან აცილება, გონიერი პრეზიდენტის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელი იყო!
ერთმაც და მეორემაც, როგორც დიდი კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, "გველის კაჭრობა" მოჰგვარა თავისუფლების ინსტიტუტის გველის წიწილებს...
და ასე იქნება ახლაც - მალე ვნახავთ თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ეკლესიის წიაღში ჩანერგილ მსტოვართა ფარულ თუ მის გარეთ აშკარად მოპარპაშე "ლიბერასტების" დაუფარავ შეტევებს მისი უწმინდესობის მიმართ მისი (ეს მერამდენედ), "პოლიტიკაში ჩარევის"გამო. რომელთა განეიტრალებასაც, ვინძლო, ჩვენი, საზოგადოების მკვეთრი ქმედებები დასჭირდეს. ასე იქნება, რადგანაც გემის კაპიტნის და არჩევნების არ იყოს, პატრიარქის მხრიდან საკითხის ასე კატეგორიულად დასმა - "რა თქმა უნდა, უნდა იყოს"! შორს სცილდება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უბრალოდ აღდგენას, რადგანაც ეს საქართველოს ეკლესიისგან ივანიშვილის პოლიტიკურ მხარდაჭერადაც აღიქმება. რა თქმა უნდა მეუფე კალისტრატეს და მის მსგავსთა გამოკლებით.
ამიტომაც მგონია, რომ საქართველოს სულიერ მამას, მის უწმინდესობას, შეიძლება მრევლის, ხალხის, ერის მიერ დაცვა დასჭირდეს...
მანამდე კი დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იმისთვის, რაც თქვა. მადლობა გადავუხადო და თან ბოდიში მოვუხადო, შენდობა ვთხოვო იმ სულსწრაფი ხალხის სახელით (მათ მეც მივეკუთვნები), რომელთაც მოთმინება არ ეყოთ და პატრიარქის აქამდე დუმილი მის საბოლოო პასიურობად ჩათვალეს ქართველი ერისთვის ამ საბედისწერო ჟამს!
ეტყობა, მართლაც ყველაფერს თავისი დრო და ჟამი აქვს. იქნება მართლაც ასე სჯობდა, რომ სამების ზარები მრისხანებით სწორედ 100 ათასი წმინდანის გმირობის დღეს დარისხებულიყო!
მრავალჟამიერ ჩვენს პატრიარქს, ხალხო, მრავალჟამიერ და უფრო მეტიც, პოლიქრონიონ...














ავტორი:  დავით მხეიძე


კალენდარი
იანვარი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
20
23
24
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი